დღის ამბები 

სემინარი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 22 მარტი, 2018

21 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“. პროფესორ ლალი ზაქარაძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქართული ფილოსოფიის ისტორია, შუა საუკუნეების ფილოსოფია, კულტურის ფილოსოფია და სოციოლოგია, ინტერკულტურული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთში გამოფენა გაიმართა

დღეს ღვინის სახლ „ხარებაში“ სამხატვრო სასწავლებლის მოდელირების ფაკულტეტის პედაგოგების პერსონალური გამოფენა „ქალი და მარტი“ გაიმართა სადაც ეკატერინე გედენიძეს, მაია წულაიას, სერგო ხაზალიას და მათი მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ხელნაკეთი გობელენები, თოჯინები და ხალხური რეწვის ნამუშევრები ეხილათ. სასწავლებლის აღსაზრდელემბა ქართულ-ტარდიციულ მოტივებზე შექმნილი ტანსაცმლის მოდელები დამსწრე საზოგადოებას თავადვე წარუდგინეს .

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით ფოთში, ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების ინფორმაციით , დაავადებულმა პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეს . და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ქუთაისში, ხოლო მესამე კი ბინაზე გაეწერა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ზიზი გაგუას განცხადებით, დაავადებული საქონლის დაკვლა კერძო სახლში მოხდა და დაავადნნენ ის ადამიანები , რომლებმაც ხორცის დამუშავების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

იხილე მეტი