დღის ამბები 

სიახლეები ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯში

ფოთის პროფესიულმა კოლეჯმა სამი წლის წინ მონაწილეობა მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო და გაიმარჯვება მოიპოვა . შესაბამისად გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება. ამ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად 3 პროგრამა მომზადდა: თევზის გადამუშავების, მოშენების და ლაბორატორიიის მოწყობის მიმართულებით. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში შემავალი ხარისხის ცენტრის მიერ დამტკიცდა მეთევზეობის ჩარჩო-დოკუმენტი.
მეთევზეობა საქართველოში ერთერთ პრიორიტეტური დარგი ხდება. რაშიც დიდი როლი ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის დაშვებამ ითამაშა.
გამომდინარე აქიდან ახლო მომავალში ამ სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტი შეიქმნება და კოლეჯის კურსდამთავრებულებს დასაქმებაში პრობლემები არ შექმნებათ. აღსანიშნავია რომ ფოთის კოლეჯს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა და უკვე შესაძლებელი გახდა როგორც პროფესიული ასევე უმაღლეს განათლებასთან დაახლოებული კადრების მომზადება. სწავლება ორწლიანია და აღსანიშნავია რომ მსგავსი ფაკულტეტი არც ერთ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში არ არის და კოლეჯის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმ თანამდებობებზეც მუშაობაც რომლებიც უმაღლესი განათლების დიპლომს მოითხოვს.
კოლეჯის თანამშრომლები სამთვიანი მივლინებით იმყოფებოდნენ ფინეთში სადაც გაეცნენ თევზის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. პროექტის ფარგლებში კოლეჯს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია ექნება, რომელიც არამარტო თევზის წარმოების არამედ სხვა სფეროების ლაბორანტების მომზადების საშუალებასაც იძლევა.
კოლეჯში ინერგება ელექტრონული სასწავლო პროცესი და ვირტუალური ელექტრონული ლაბორატორია რაც სასწავლო პროგრამების სრულად და სწრაფად ათვისებას უწყობს ხელს .

მსგავსი სტატიები