ფოთში გამწვანების სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრმა ფუნქციონირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო,ახალი ორგანიზაცია ქუჩების დაგვა დასუფთავებას, სატუმბი სადგურების და სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობას, პარკებისა და სკვერების მოვლის სამუშაოებს, საბინაო ფონდის და გარე განათების მომსახურებას ახორციელებს.

 სერვისების ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით დღემდე დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ეს სწორედ ერთიანი, ცენტრალური სისტემის დამსახურებაა. ცენტრში შემავალი სხვა და სხვა სამსახურების ერთობლივი ღონისძიებები ყოველდღიურად განყოფილებების უფროსებთან შეთანხმებით იგეგმება რაც საშუალებას იძლევა სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით წარიმართოს.

დღეს საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ცენტრალურ პარკში ხეების გათეთრების, გადაბელვის და შემობარვის სამუშაოები მიმდინარეობდა.

მსგავსი სტატიები