დღის ამბები 

ფილოსოფიური ლექციები ფოთის ბიბლიოთეკაში

საბიბლიოთეკო გაერთიანების ლიტერატურული სალონ „გულის სამელნეში“, ფილოსოფიური საუბრების ციკლი გრძელდება .

 ლირა კეკელიძე მსმენელებს ამჯერად ფრანგი მწერალის და ფილოსოფოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერ კამიუს შესახებ ესაუბრა. აბსურდი მნიშვნელოვანი ცნებაა კამიუს შემოქმედებაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი “სიზიფოსის მითია.” მთელ ამ ვეებერთელა თეორიულ ტრაქტატს საფუძვლად უდევს კითხვა „ღირს თუ არა ცხოვრება იმად, რომ იცხოვრო“?. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიიღეს დავალებად ლირა კეკელიძესგან მსმენელებმა და შემდგომ ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიაც გამართეს.შემდეგი ლექცის თემა, რომელიც 30 მარტს გაიმართება იქნება ავსტრიელი ფილოსოფოსის ვიქტორ ფრანკლის ცნობილი წიგნი „უთხარით ცხოვრებას კი“

მსგავსი სტატიები