დღის ამბები 

„ვაინახური დღეები“ ფოთში

20 აპრილს ფოთს პანკისის ხეობის უხუცესები და ქისტ ქალთა საბჭოს წევრები ეწვივნენ. სტუმრებს შორის იყვნენ პოეტი კანეი მარგოშვილი და მთარგმნელი, ფილოლოგიის დოქტორი მექა ხანგოშვილი.
შეხვედრაზე, რომელიც „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ შედგა, „ქისტი ხალხის ფენომენზე ქართულ სინამდვილეში და ქართულ ვაინახური ურთიერთობების ათასწლოვან დინამიკაზე “ ისაუბრეს.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, ფოთის საკრებულოს წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის ქალაქების წარმომადგენლები, სამღვდელოება და ფოთის საზოგადოება ესწრებოდა.
აქვე გაიმართა, ვაინახურ თემაზე შექმნილი, წიგნების პრეზენტაცია.
დღის ბოლოს კი, სახელოვნებო ცენტრის დარბაზში, ჩამოსული და ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით, ვაინახურ-ქართული შემოქმედებითი კონცერტი ჩატარდა.

მსგავსი სტატიები