დღის ამბები 

ხმაური ფოთის ბაზარში

ხმაური იყო ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე. ქალაქის საკრებულოს და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა იმ მოვაჭრეებს , რომლებსაც მაღაზიების წინ განთავსებულ დახლებზე სარეალიზაციოდ აქვთ საქონელი გამოტანილი , გაფრთხილება მისცეს. იმ შემთხვევაში თუ ისინი თვითნებურად გაკეთებულ დახლებს არ დაშლიან და საქონლის რეალიზაციას მხოლოდ სავაჭრო ფართებში არ განახორციელებენ, მათ მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდება .

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით ამ გადაწყვეტილების მიღება პირველ რიგში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით გახდა აუცილებელი

მოვაჭრეები კი ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა პრობლემებით დაინტერესებას ურჩევენ და ითხოვენ პირველ რიგში ბაზარში საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობას და მაწანწალა ძაღლების საკითხს მიხედონ, მათ კი გარე ვაჭრობის გაგრძელების უფლება მისცენ

ზედამხედველობის სამსახური სანქციების გატარებას ხვალიდან გეგმავს

იხილე მეტი
დღის ამბები 

სოც.მუშაკების შესარჩევი კონკურსი ფოთში

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სოც. მუშაკების სატრენინგო კურსში მონაწილეთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
სატრენინგო კურსი პროექტ: ,,სოციალური ინკლუზია – მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულებისა და შეზღუდული უნარების მქონე პირთათვის – ფარგლებში’’ ტარდება. ეს კურსი მსურველებს დაეხმარებათ შეიძინონ და აიმაღლონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული სამუშაოს სწორად და ეფექტიანად განსახორციელებლად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფოთში მცხოვრებ 21-დან 45 -წლამდე ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ მაღალი მოტივაცია იმუშაონ მოწყვლად ჯგუფებთან, დაინტერესებულნი არიან სოციალური მუშაკის საქმიანობით და აინტერესებთ ეს პროფესია.
პროექტი ხორციელდება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტსა და შვედეთის ქალაქ ოსტამარს შორის თანამშრომლობის შედეგად, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) აფინანსებს

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთელი ცხენოსანის წარმატება

ფოთის საცხენოსნო სკოლის შექმნაში უდიდესი წვლილი ვალერიან მაქაცარიას მიუძღვის, სწორედ მისი ინიციატივით იქნა ჩამოყვანილი 1972 წელს აკულარის ცხენსაშენიდან 15 სუფთა სისხლის ინგლისური ცხენი. საცხენოსნო საქმის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს ცეზარ შურღაიამ, ზაურ ტოტიკოვმა, რუსლან კვარაცხელიამ. დღეს ფოთის სკოლის საკუთრებაში 2 ბრწყინვალე ულაყია ეს არის ვიგეროუზი, და პირველი. ვიგეროუზი კულარის ცხენსაშენის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთ კავშირის დროს 1 მილიონ დოლარად შეძენილი „ჩეირმენის“ შთამომავალია, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოში ყველაზე სუფთა ინგლისური სისხლის ულაყის ნიარკოს ხაზის წარმომადგენელი იყო. ტრადიციებს ფოთის საცხენოსნო სკოლა დღესაც აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ ფოთს სკოლის წარმომადგენელმა გიორგი კვარაცხელიამ თბილისში, ამბასადორის ღია პირველობაში მიიღო მონაწილეობა და 15 უძლიერეს სპორტსმენს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამჟამად ფოთის საცხენოსნო სკოლის გუნდი თბილისის ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 27- 30 აპრილს ტარდება

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. 24 აპრილი, 2018

ფოთში სერვისების ცენტრის მიერ გამწვანების სამუშაოები გრძელდება დღეს საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ბუჩქების მორიგი პარტია დაირგო. ასევე აღნიშნული ბუიჩქები 9აპრილის ხეივანზეც დაირგვება . სერვისების ცენტრი გამწვანების პარალელურად მოთიბვის სამუშაოებს როგორც ქუჩებში ასევე კორპუსების ეზოებშიც ახროციელებს.

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა

2018 წლის3 თვის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 15,1%-ით გაიზარდ აწინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 2018 წელს ფოთისპორტში 82,039 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2017 წელს 71,299 TEU კონტეინერი. 2018 წელს გადამუშავებული კონტეინერებიდან 13,1% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოვიდა საქართველოში. ფოთის პორტში ტვირთების 37,1% იმპორტზე მოდის, 20,15% ექპორტზე, ხოლო ტვირთების 40,8%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. 2018 წლის 3 თვის განმავლობაში,ფოთის პორტში ოპერაციების შეწყვეტის დღეების რაოდენობა 53%-ით შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ფოთის საზღვაო ნავსადგურს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და კავკასიის დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. იგი ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთში წიგნის დღე აღნიშნეს

23 აპრილს წიგნის დღე აღინიშნება, ეს არის დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.
ამ თარიღთან დაკავშირებით ფოთის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული სალონის „გულის სამელნეს“ ორგანიზებით რამოდენიმე ნაწარმოების განხილვა გაიმართა. მასში მონაწილეობას მე-2 და მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფილოლოგი ირმა დოლბაძე იღებდა.
მოსწავლეთა განცხადებით არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.
სპეციალურად ამ დღისთვის ბიბლიოთეკის ფოიეში წიგნების გამოფენა მოეწყო.

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთში მეთევზეთა კლუბი შეიქმნა

15-მდე ენთუზიასტის ინიციატივით ფოთში მეთევზათა კლუბი ჩამოყალიბდა . ახლადშექმნილი კლუბის წევრებმა პირველივე აქტივობა ტერმინალებთან მდებარე ტბასთან ჩაატარეს და მისი სანაპირო დაასუფთავეს. აქციაში ფოთის სერვისების ცენტრიც ჩაერთო, რომელმაც შეგროვებული ნაგავის ტერიტორიიდან გატანა უზრუნველყო.
კლუბს შექმნის მთავარი მიზანი ყველასთვის მტკივნეული საკითხების გადაწყვეტისთვის ფოთელი მეთევზეების გაერთიანებაა.
გარემოს დაბინძურება, ბრაკონიერობა, თევზის სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება, ტურნირების მოწყობა, სპორტული თევზჭერის პოპულარიზება, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაში ფოთელი მეთევზეები აქტიურად ჩართვას აპირებენ
მეთევზეთა კლუბის წევრების განცხადებით უახლოეს დღეებში ტურნირი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება

იხილე მეტი