დღის ამბები 

სოც.მუშაკების შესარჩევი კონკურსი ფოთში

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სოც. მუშაკების სატრენინგო კურსში მონაწილეთა შესარჩევად  კონკურსს აცხადებს

სატრენინგო კურსი  პროექტ: „სოციალური ინკლუზია – მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულებისა და შეზღუდული უნარების მქონე პირთათვის – ფარგლებში’’  ტარდება. ეს კურსი მსურველებს დაეხმარებათ შეიძინონ და აიმაღლონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული სამუშაოს სწორად და ეფექტიანად განსახორციელებლად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფოთში მცხოვრებ 21-დან 45 -წლამდე ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ მაღალი მოტივაცია იმუშაონ მოწყვლად ჯგუფებთან, დაინტერესებულნი არიან სოციალური მუშაკის საქმიანობით და აინტერესებთ ეს პროფესია.

პროექტი ხორციელდება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტსა და შვედეთის ქალაქ ოსტამარს შორის თანამშრომლობის შედეგად, რომელსაც   შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) აფინანსებს

Related posts