დღის ამბები 

ფოთში მეთევზეთა კლუბი შეიქმნა

15-მდე ენთუზიასტის ინიციატივით ფოთში მეთევზათა კლუბი ჩამოყალიბდა . ახლადშექმნილი კლუბის წევრებმა პირველივე აქტივობა ტერმინალებთან მდებარე ტბასთან ჩაატარეს და მისი სანაპირო დაასუფთავეს. აქციაში ფოთის სერვისების ცენტრიც ჩაერთო, რომელმაც შეგროვებული ნაგავის ტერიტორიიდან გატანა უზრუნველყო.
კლუბს შექმნის მთავარი მიზანი ყველასთვის მტკივნეული საკითხების გადაწყვეტისთვის ფოთელი მეთევზეების გაერთიანებაა.
გარემოს დაბინძურება, ბრაკონიერობა, თევზის სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება, ტურნირების მოწყობა, სპორტული თევზჭერის პოპულარიზება, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაში ფოთელი მეთევზეები აქტიურად ჩართვას აპირებენ
მეთევზეთა კლუბის წევრების განცხადებით უახლოეს დღეებში ტურნირი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება

მსგავსი სტატიები