დღის ამბები 

ფოთში წიგნის დღე აღნიშნეს

23 აპრილს წიგნის დღე აღინიშნება, ეს არის დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.
ამ თარიღთან დაკავშირებით ფოთის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული სალონის „გულის სამელნეს“ ორგანიზებით რამოდენიმე ნაწარმოების განხილვა გაიმართა. მასში მონაწილეობას მე-2 და მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფილოლოგი ირმა დოლბაძე იღებდა.
მოსწავლეთა განცხადებით არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.
სპეციალურად ამ დღისთვის ბიბლიოთეკის ფოიეში  წიგნების გამოფენა მოეწყო.

Related posts