დღის ამბები 

ხმაური ფოთის ბაზარში

ხმაური იყო ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე. ქალაქის საკრებულოს და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა იმ მოვაჭრეებს , რომლებსაც მაღაზიების  წინ განთავსებულ დახლებზე სარეალიზაციოდ აქვთ საქონელი გამოტანილი , გაფრთხილება მისცეს. იმ შემთხვევაში თუ ისინი  თვითნებურად გაკეთებულ დახლებს არ დაშლიან და საქონლის რეალიზაციას მხოლოდ სავაჭრო ფართებში არ განახორციელებენ, მათ მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდება .

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით ამ გადაწყვეტილების მიღება პირველ რიგში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით გახდა აუცილებელი

მოვაჭრეები კი ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა პრობლემებით დაინტერესებას ურჩევენ და ითხოვენ პირველ რიგში ბაზარში საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობას და მაწანწალა ძაღლების საკითხს მიხედონ, მათ კი  გარე ვაჭრობის გაგრძელების უფლება მისცენ

ზედამხედველობის სამსახური სანქციების გატარებას ხვალიდან გეგმავს

https://www.youtube.com/watch?v=6tv5pwGyewg&feature=youtu.be

Related posts