სიახლე 

სკოლებში სწავლის დასრულების თარიღი ცნობილია 16 05 18

ცნობილია საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა სასწავლო წლის დასრულების ზუსტი თარიღები. მე -12 კლასები სწავლას 18 მაისს პარასკევს დაასრულებენ. პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი 25 მაისს დასრულდება. მე -11 კლასელებისთვის სწავლა შეწყდება 11 ივნისს გაკვეთილების შემდეგ, ხოლო ყველა სხვა კლასების მოსწავლეებისთვის მე-2 დან მე-10 კლასის ჩათვლით სასწავლო წელი დასრულდება პარასკევს 15 ივნისს

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთელი მორაგბე გოგონების წარმატება 16 05 18

ქუთაისში რაგბის ფესტივალი გაიმართა. რომელშიც ფოთის ისტორიაში პირველად ფოთელი მორაგბე გოგონების გუნდი იღებდა მონაწილეობას . ფოთელებმა გამოცდილ მოწინააღმდეგეს ტოლი არ დაუდეს და პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულეს . ფოთელი მორაგბე გოგონები ინტენსიურ წვრთნას განაგრძობენ და იმედოვნებენ რომ ხშირი გამარჯვებებით გულშემატკივარს გაახარებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 16 05 18

ნატოს სამხედრო გემების ეკიპაჟებისთვის ფოთში კულტურული ღონისძიებები ფართო მასშტაბით იმართება. გუშინ სახელოვნებო სასწავლებელში სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა „პირიმზემ“ და საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლემ ლიკა ცაავამ მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სიდეში გამართულ კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, ლიკა ცაავამ პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ფოთელ პიანისტს მერის სიგელი გადასცა. ლიკა ცაავა მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მეთევზეები გარემოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდნენ 16 05 18

დღეს საქართელოს მეთვზეთა კლუბის თავმჯდომარის შოთა კვარაცხელიას ინიციატივით, ფოთის მეთევზეთა კლუბის „ფაზისის“ წარმომადგენლებისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ფოჩხუას შეხვედრა გაიმართა . შეხვედრის ორგანიზებაში ჩართული იყო კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ბრაკონიერებთან ბრძოლის საკითხში, მეთევზეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილეს. ასევე განიხილეს თანამშრომლობის გეგმები და სამომავლო ღონისძიებები.     კოლხეთის ეროვნული პარკის დირექციის ინიციატივით გადაწყდა რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ტურნირი ნორჩ მეთევზეთა შორის, რომლის ორგანიზებაში თანამონაწილეობას საქართველოსა და ფოთის მეთვზეთა კლუბები მიიღებენ

იხილე მეტი