სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო 17 05 18

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. სეს-ის განმარტებით, ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრა. ამჟამად კი იმ ფართობების ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენეობა დაფიქსირდა. შეწამვლით ღონისძიებებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიტები მოსახლეობას აფრთხილებენ წამლობის დასრულებამდე სკებიდან ფუტკარი არ გამოუშვან.

 https://www.youtube.com/watch?v=7rL_GHrwLX0

Related posts