სიახლე 

ტენდერი ფოთის თეატრის რემონტზე მეორედაც ჩაიშალა 22 05 18

ფოთის თეატრის ექსპერტიზაზე და საპროექტო სამუშაოებზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30 000 ლარი გამოყო. თუმცა მეორედ გამოცხადებული ტენდერიც ჩაიშალა. მასში მონაწილეობა არც ერთმა საპროექტო ორგანიზაციამ არ მიიღო. ტენდერის პირობებით უნდა დაიდოს დასკვნა რამდენად უსაფრთხოა თეატრის შენობა და ამის შემდეგ მომზადდეს პროექტი თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ობიექტს. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში შენობა ავარიული გახდა.   მიმდინარე წლის იანვარში ფოიეში ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა და მას შემდეგ ფოთის თეატრის დასმა მუშაობა შეაჩერა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მურმან მალანია კანოეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია 22 05 18

უნგრეთში ჩატარდა კანოეში მსოფლიო ჩემპიონატი. Canoe 200m ფინალური გაცურვაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ზაზა ნადირაძე და ფოთელი მურმან მალანია მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია რომ ფინალში გასასვლელ გაცურვებში ორივე სპორტსმენმა საუკეთსო შედეგი აჩვენა . ფინალურ გაცურვაში ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.19 წლის მურმან მალანია კი, რომელიც უფროსი ასაკის სპორტსმენებში ახალი გადასულია მე-7 იყო და ამით მან უძლიერეს კანოისტებს შორის ადგილი დაიმკვიდრა.  მურმან მალანია წვრთნას ბელორუსიაში განაგრძობს

იხილე მეტი
თემა 

TEMA 21 05 18

თოქ-შოუ “თემა” “როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას სამეგრელოში” გადაცემის სტუმრები : სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენაარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, ფაროსანასთან ბრძოლის საკოოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამაბერიძე, ფერმერი ვიოლეტა კუცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-2 სკოლის ღონისძიება ბიბლიოთეკაში 22 05 18

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის #2 საჯარო სკოლასთან არსებული მხატვრული კითხვის კლუბი „ფერადი სტროფების სამყარო“ ჩაერთო დებატებისა და განათლების ინსტიტნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის #2 საჯარო სკოლასთან არსებული მხატვრული კითხვის კლუბი „ფერადი სტროფების სამყარო“ ჩაერთო დებატებისა და განათლების ინსტიტუტისაგან შეთავაზებულ პროექტში „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის.“ პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველოს დარბაზში . პროექტის სახელწოდება იყო „თავისუფლება ლომთა ხვედრია.“ წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ-მხატვრულ -მუსიკალური კომპოზიცია. კლუბის წევრებმა წაიკითხეს დაუმორჩილებელი ქართული პოეზია.. შესრულდა მუსიკალური ნომრები , ასევე წარმოადგინეს მცირე ინსცენირება. „ექვთიმე და ნინო ემიგრაციაში“. ააშრიალეს თვაისუფლების ხე. და…

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 22 05 18

21 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია თემაზე „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მაგისტრანტები.შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა მორიგი კონფერენცია გაიმართება თემაზე „გრიგოლ ნოსელის ქრისტიანული ანთროპოლოგია“.

იხილე მეტი