სიახლე 

საკრებულო სხდომა 30 05 18

ფოთის საკრებულოს მე-13 მოწვევის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინრეობდა. დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიცის შორის, მერის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ანგარიშმა გამოიწვია. სადაც საუბარი იყო ქალაქში არსებულ უსახურ შენობა-ნაგებობებზე და აგრარულ ბაზარში გარევაჭრობის მოწესრიგებაზე.  სხდომაზე ნაციონალური მოძრაობისს წარმომადგენელმა დარეჯან ცხვიტარიამ, საკრებულოს წევრებს მარტოხელა, ორშვილიანი დედის ჯამრთელობის პრობლემა გააცნო. მისი თქმით მარტოხელა დედას თვალის გადაუდებელი ოპერაციისთვის 2 ათას 700 ლარი ესაჭიროება. მუნიციპალიტეტი კი მხოლოდ ათასი ლარით ეხმარება. დარეჯან ცხვიტარიამ შეაბამისი სამსახურებისგან ოპერაციის სრული თანხის დაფარვა მოითხოვა.  საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის რვავე საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცდა.

იხილე მეტი
თემა 

ნატოს გემები ფოთში 25 05 18

14 მაისს ფოთში ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი 4 ქვეყნის: ბულგარეთის , რუმინეთის , თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები შევიდნენ. ქალაქს 1200-მდე სამხედრო პირი 4 დღის განმავლობაში სტუმრობდა. მათი ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა მეზღვაურებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და საქართველო ტერიტორიული წყლები იმ იმედით დატოვეს, რომ დაბრუნდებიან, რათათა კიდევ ერთხელ დატკბნენ ქართული კულტურითა და სტუმარ-მასპინძლობით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-15 საჯარო სკოლა. ,,ანბანის გაცილება” 31 05 18

სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ფოთის მე-15 საჯარო სკოლის 1 ბ კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს . პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება და ანბანის გაცილება ხალხური ცეკვებით, ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს. პატარებმა მაყურებელს ერთსაათიანი პროგარმა წარუდგინეს,ზეიმის დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეთერ დანელიას იუბილე აღნიშნეს 31 05 18

ქალაქის მუსიკალურმა საზოგადოებამ, ფოთელი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და დირიჟორის, ღირსების ორდენის კავალერის, ეთერ დანელიას იუბილე აღნიშნა. ეთერ დანელიას დაბადებიდან 80 და მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ , მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა,კოლეგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს. ეთერ დანელია ნახევარი საუკუნეა ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში მოღვაწეობს და საგუნდო-სადირიჟორო საქმეს ემსახურება.

იხილე მეტი