სიახლე 

ფოთელ ხელბურთელთა წარმატება 30 06 18

28 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, სპორტკომპლექსში ,,ახალი თბილისი’’, გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული დასკვითი ეტაპის ფინალური თამაშები ხელბურთში, სადაც ფოთის N2 საჯარო სკოლის ხელბურთელმა გოგონებმა ყვარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ანგარიშით 18:7 სძლიეს , ხოლო ფოთის N2 საჯარო სკოლის ხელბურთელმა ვაჟება კი – ყვარელის N1 საჯარო სკოლის თანატოლები ანგარიშით 14:12 დაამარცხეს და ორივე გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე ქვეყნის საუკეთესო ხელბურთელებად ლანა გოგია და დათო ფანცულაია დასახელდნენ.  სამი ფოთელი ხელბუთელი: ლანა გოგია, ციცი ბჟალავა და ნენე ჯგერენაია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, შვედეთში მიემგავრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია გრძელდება 29 06 18

ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები უტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება; იცვლება ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები. აღნიშნულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო. მიმდინარე სამუშაოებისთვის 1 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ცირა ნოდია დახმარებას ითხოვს 29 06 18

45 წლის ცირა ნოდიას, რომელსაც ექიმებმა ერთი წლის წინ მძიმე დიაგნოზი – ავთვისებიანი სიმსივნე დაუსვეს, საზოგადეობას დახმარებას სთხოვს. დახმარების მსურველებს თახის ჩარიცხვა ანაგრიშის შემდეგ ნომერზე შეუძლიათ: “საქართველოს ბანკი” GE37BG0000000120042300 მიმღები: ანა გოგელია.

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტი “ცოცხალი წიგნები” ფოთში 28 06 18

ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ქალაქს თანამედროვე ქართველი პოეტები და მწერლები ესტუმრნენ. კატო ჯავახიშვილი, მანანა მათიაშვილი, პაატა შამუგია, ბესო სოლომონაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი და ქეთევან დუმბაძე, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოეზიის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ შვედ მწერალსა და გამომცემელს კრისტიან კარლსონს. წაკითხული იქნა ლექსები, ნაწყვეტები პროზაული ნაწარმოებებიდან. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „პოეზიის მეგობართა კლუბთან“ ერთად, უკვე მესამე წელია საქართველოს რეგიონებში, ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს „ცოცხალი წიგნები“. პროექტის ხელმძღვანელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთევან დუმბაძე, კოორდინატორი, პოეტი მარიამ წიკლაური.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რაგბის მწვრთნელთა სემინარები გაიმართა 28 06 18

საქარველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, ფოთში  მეორე დონის მწვრთნელთა  გადამზადების სემინარი ჩატარდა. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა  ოთხმა  ფოთელმა მწვრთნელმა მიიღო. სემინარი 1 ივლისამდე   გაგრძელდება და ყველა მონაწილეს  შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ანა-ბანა”-ს და “მზის გულის” საანგარიშო კონცერტი ფოთში 28 06 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრში არსებულმა სტუდიებმა- “ანა-ბანამ“ და „მზის გულმა“ საანგაროშო კონცერტი გამართეს. მაყურებლის წინაშე მონაწილეებმა რამდენიმე სხვადასახვა ნომერი წარადგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. სტუდია „ ანა-ბანა“ და „მზის გული“ მსგავსი სახის კონცერტს წელიწადში ორჯერ მართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მოწვევის სხდომა 28 06 18

ფოთის საკრებულოს მე-14 მოწვევის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. დებატები საკრებულოსთვის საწვავის ხარჯის გაზრდამ გამოიწვია. ოპოზიციის განცხადებით, ქალაქში არსებული მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, ხელისუფლება საკუთარ კომფორტზე არ უნდა ზრუნავდეს.მე-14 მოწვევის სხდომას , საკრებულოს 25 წევრიდან, 18 ესწრებოდა  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს სვლა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისკენ 28 06 18

27 ივნისს, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე პროექტში – ‘მილიონი სვლა, ფოთის საჭადრაკო კლუბი ონლაინ ჭადრაკში დაუპირისპირდა თბილისის საერთაშორისო აკადემიის მოსწავლეებს. მატჩში სულ  30-მდე ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პაექრობა ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ქველმოქმედი 2015”-ის ღონისძიება ფოთში 27 06 18

ფონდი „ქველმოქმედი-2015-ის” ორგანიზებით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტაციული შენობის ეზოში, საქველმოქმედო საღამო ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება, რომელშიც მონაწილოება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა მიიღეს, ქალაქ ფოთში არსებული ორგანიზაცია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათის“ პროგრამის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის“ მხარდასაჭერად გაიმართა.

იხილე მეტი