სიახლე 

საქართველოს თასის გათმაშების IIეტაპი აკადემიურ ნიჩბოსნობაში 11 06 18

9 და 10 ივნისს,ქ.ფოთში,მდინარე კაპარჭინაზე ჩატარდა შეჯიბრება აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს თასზე (II ეტაპი). მონაწილეობდნენ: ა.ა.ი.პ.ფოთის სპორტული სკოლა (მწვრთნელი:ლევან ბირკაია), ა.ა.ი.პ.აბაშის სპორტული სკოლა (მწვრთნელი:გოჩა სიმონია), სპორტული კლუბი „მალთაყვა“ (მწვრთნელი:ფრიდონ ბირკაია), აბაშის სპორტული კლუბი „კოლხა-2016“ (მწვრთნელი: მამუკა სიმონია) და სპორტული კლუბი „კაიაკი“(მწვრთნელი:მალხაზ მიქაძე). შეჯიბრების მთავარი მსაჯი: თამაზ ჩიტაია იყო. გამარჯვებული სპორტსმენები, საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ალანიამ, დიპლომებით მედლებით და თასებით დააჯილდოვა. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები ზაურ ჩერნიშოვი და ზურაბ კინტირაია შეჯიბრების დასრულებისთანავე სლოვენიაში გაემგზავრნენ , სადაც საერთაშორისო რეგატაში მიიღებენ მონაწილეობას. 8-12 აგვისტოს კი ჩვენი ნიჩბოსნები მონაწილეობას  მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატში მიიღებენ,რომელიც…

იხილე მეტი
სიახლე 

ჭიდაობის ტურნირი ფოთში 11 06 19

10 ივნისს ქალაქ ფოთში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფოთის ღია პირველობა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ქუთაისისა და ფოთის ნაკრებმა გუნდებმა. წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა სპორტსმენებმა, რომლებმაც ხუთი მესამე ერთი მეორე და ორი პირველი ადგილი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ბესიკ შენგელია და საბა კუმარიტოვი, ვიცე ჩემპიონი საბა კუჭავა გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს მათე თუნთია, ედიკა ღვინჯილია, დათო კვირაი,ა მათე მესხია და იაგო კუხალაშვილი დაეუფლნენ.ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფოთის ღია პირველობაში 80-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთში 11 06 18

დასუფთავების მორიგი  აქცია მოეწყო მალთაყვის ზღვის სანაპირო ზოლზე ,რომელშიც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში ქალაქის მერი და ვიცე მერიც მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქციები თვითმმართველობის წამომადგენლების მონაწილეობის პერიოდულად გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფეხბურთი U19 ფოთი-ზუგდიდი 0:0. 8 06 18

ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდმა ზუგდიდელ თანატოლებს უმასპინძლა.მატჩი დაძაბულად მიმდიანრეობდა. ორივე გუნდს ქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა ,თუმცა მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა .  ფოთელი ფეხბურთელები მორიგ მატჩს სტუმრად გამართავენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შოთა წურწუმიას მონაწილეობით საქველმოქმედო საღამო გაიმართა 11 06 18

ფონდი “ქველმოქმედი 2015″–ის ორგანიზებით, სახელოვნებო ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ჩენი თანაქალაქელის – კახა უჩავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლები ასევე საღამოზე მოწვეული იყო პოეტი შოთა წურწუმია სიკეთე უსასრულოა ვიზრუნოთ ერთმანეთზე საქველმოქმედო კონცერტზე შემოწირული თანხის საერთო ჯამმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.შეადგინა

იხილე მეტი