სიახლე 

მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები ფოთშიც დაიწყო 12 06 18

2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11კლასელებისთვის დღეს დაიწყო. ფოთის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა ქორქიას განცხადებით, სულ გამოსაშვებ გამოცდებზე ფოთის მასშტაბით 360 მოსწავლეა რეგისტრირებული. სულ ფოთში 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ფუნქციონირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნიჩბოსნების წარმატება 12 06 18

ჩვენი თანაქალაქელები, აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, ზაურ ჩერნიშოვი და ზურაბ კინტირაია  სლოვენიაში გაემგზავრნენ , სადაც საერთაშორისო რეგატაში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია რომ, 2018 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელშიც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები გუნდი მონაწილეობდა ზაურ ჩერნიშოვმა და ზურაბ კინტირაიამ ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით B ფინალში 6:46 წუთი ნაჩვენები დროით მე-5 ადგილი დაიკავეს, საერთო ჩათვლაში კი მე-11ადგილი,რაც   დიდი მიღწევაა და ბოლო 25 წლის მანძილზე ქართველი სპორტსმენების საუკეთესო შედეგია ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საერთაშორისო რეგატა სლოვენიაში  15 ივნისს იწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სანაპიროზე ზღვის სინჯები აიღეს 12 06 18

ფოთში, ზღვის წყლის სინჯები აიღეს. საზღვაო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო. ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის თქმით, საანალიზოდ ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს. მისივე ინფორმაციით, მათ ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.  ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ეკობანაკი ლაგოდეხში 12 06 18

ლაგოდეხის ნაკრძალში გახსნილი ეკობანაკი მოქალაქეთა სურვილების გათვალისწინებით მოეწყო. ,,შესაძლებლობების სივრცის” მიერ გახსნილ ბანაკში კინოჩვენებების, სოციალური კამპანიების, სპორტული შეჯიბრებებისა თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი. რას ითვალისწინებს ოჩო კემპის სოციალური პროექტი, ვისი მხარდაჭერით შეიქმნა ეკობანაკი და რა მიზანს ემსახურება მსგავსი პროექტების მხარდაჭერა – ლაგოდეხში მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ

იხილე მეტი