სიახლე 

ფოთის თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა 11 09 18

ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის დასმა ბაჰრეინსა და პოლონეთში, საერთშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო. ბაჰრეინის ფესტივალზე ფოთის თეატრმა სპექტაკლი „ყვითელი დღეები“ წარადგინა. სპექტაკლი დიდი წარმატებით დასრულდა და ბაჰრეინის სამეფოს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორი გრანპრი მიიღო. ფესტივალი გუშინ 10 სექტემბერს დასრულდა. ფოთელმა მსახიობებმა, ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება ვერ შესძლეს, რადგან პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე იყვნენ მიწვეულნი, სადაც სპექტაკლი „მკვდარი ქალაქი“ წარადგინეს. ჯილდოები ფოთში უახლოეს დღეებში გადმოიგზავნება. ფოთის თეატრი, ამ ჟამად მოლდავეთის გასტროლებისთვის ემზადება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩოხატაურში 11 09 18

აზიურფაროსანასთანბრძოლისმიზნით, ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში 62 ერთეულისპეციალიზებულიტექნიკაამობილიზებული. წამლობათერმულინისლისგამოყენებითმუნიციპალიტეტისყველასოფელშიმიმდინარეობს. პროცესშისურსათისეროვნულისააგენტოსადაფაროსანასთანბრძოლისსაკოორდინაციოშტაბისწევრებთანერთადაქტიურადარიანჩართულიადგილობრივითვითმმართველობისწარმომადგენლებიდამოსახლეობა, რომელსაცწამლობისდაწყებამდერეკომენდაციებიგააცნეს. ტერიტორიების ქიმიური საშუალებით დამუშავება მომდევნო დღეებში ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიწყება. გარდა წამლობისა, მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად გურიაში 6 000-ზე მეტი ფერომონია განთავსებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზა დასრულდა 11 09 18

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ფოთის თეატრის შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადა. თეატრის მმართველის თენგიზ ხუხიას განცხადებით  ამის შემდეგ მომზადდება სარემონტო სამუშაოების პროექტი. თეატრალები იმედოვნებენ რომ თეატრის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება

იხილე მეტი