სიახლე 

ხმაური ფოთის საოლქო კომისიაში 12 09 18

ფოთის № 70 საოქლო საარჩევნო კომისიის სხდომა „ ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიის 6 თავისუფალი წევრის არჩევის შესახებ საკითხი განიხილებოდა. ოპოზიციის განმარტებით წინასწარ იყო ცნობილი შესარჩევ წევრთა ვინაობა და მათი მტკიცებით, კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ობიექტური არ იქნება. ამ საკითხთნ დაკაცშირებით გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა ნინო დვალიშვილმა განცხადება გააკეთა ფოთის № 70 საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია, ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ვანის მოსახლეობას ფერომონების ეფექტურობა გააცნეს 12 09 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ვანის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე სოფელში მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა, ფერომონების მუშაობის პრინციპი ადგილზე გააცნეს. სოფელ ბზვანის მცხოვრები ამბობს, რომ ფერომონების ეფექტურობაში პირადად დარწმუნდა. მისი თქმით, ფერომონმა ძალიან ბევრი აზიური ფაროსანა მიიზიდა, იმ ტერიტორიის ქიმიური საშუალებით დამუშავების შემდეგ კი მავნებელი 15 წუთში განადგურდა. აზიური ფაროსანას წინააღმდეეგ წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით ვანის მუნიციპალიტეტის პარალელურად ხონის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოში 12 09 18

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. სეს-ის ცნობით, სოფლებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომლისგან მიღებული მონიტორინგის შედეგები ოპერატიულად მიეწოდება ცივი შესხურების დანადგარებით აღჭურვილ სპეცტექნიკას. სპეციალისტების განმარტებით, წამლობა სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იგეგმება. აზიური ფაროსანას მოზამთრე ფაზის დაწყებამდე, ცივი შესხურების პარალელურად, გრძელდება სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმერეთში 12 09 18

იმერეთის რეგიონში – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. სოფლებში, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები – „მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია“ დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც სეს-ის განმარტებით, ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ცივი შესხურების პარალელურად, იწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება

იხილე მეტი