თემა 

“თემა” 14 09 18

გადაცემის სტუმრები არიან ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი მარგო ჯანიაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფაროსანას საწინააღმდეგო ფერომონები დაამონტაჟეს 14 09 18

აზიურ  ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება. ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ქალაქის სხვადასხვა უბანში ფერომონების დამონტაჟება დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები აბაშაში 14 09 18

აბაშის მუნიციპალიტეტში,  სიმინდის საყანე ფართობებშიმ ოსავლის აღება მიმდინარეობს. ეგრეთწოდებულ ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები   6500-მდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება,    ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოსავლის დაზიანება მნიშვნელოვნად შემცირდა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. სეს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარისრეგიონებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის წევრები მოსახლეობის ინფორმირებას ახდენენ 14 09 18

დღეს ფოთის N70 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა აქცია გამართეს დღეს ფოთში, იუსტიციისსახლის წინ ფოთის N70 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა აქცია გამართეს, სახელწოდებით „იპოვე შენი თვი იპოვე შენი უბანი საარჩევნო სიაში“ რაც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას, თუ რა პროცესების საშუალებით შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთრი თავი სიაში. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კომენტარი ფოთის N70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ გააკეთა თუ ამომრჩეველი საკუთარ თვს ვერ იპოვნის სიაში, იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობა და ციფრული პოტო სურათი 10 ოქტომბრამდე უნდა წარადგინოს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ინტერნეტი განვითარებისთვის“ პროექტის პრეზენტაცია ფოთში 14 09 18

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომთა დარბაზში საპილოტე პროექტის პრეზენტაცია, თემაზე „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ჩატარდა. შეხვედრას ფოთელი მეწარმეები და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელმა, თორნიკე ჯობავამ მედიასა და საზოგადოებას პროექტის მიზანი გააცნო. ჯობავას განცხადებით, – საზოგადოებასთან ფართო მასშტაბიანი შეხვედრები, მოიცავს იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების პროექტში აქტიურად ჩარვას, რომლებიც კვების ობიექტებით, ღვინის მარნებით, სასტუმროებით და ტურიზმით არიან დაკავებულნი. მისივე თქმით, ინტერნეტ პორტალებზე, ბუქინგზე და ტრიპადვესორზე რეკლამის განთავსება ხელს შეუწყობს ბიზნესის განთვსებას. რაც მთავარია, პორტალზე დარეგისტრირება და რეკლამის განთავსება, ყველასათვის ხელმისაწვდობია. პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ წარმოადგენს, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, საქართველოს ეროვნული…

იხილე მეტი