“თვითმმართველობის დრო” (R) 21 09 18
გადაცემის სტუმარია მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი
იხილე მეტიგადაცემის სტუმარია მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი
იხილე მეტიფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ჩამოვიდა. ის ქალქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დაათვალიერა დანგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაეცნო ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, მწვავე საკითხების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. გუბერნატორთან ერთად ობიექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა დაათვალიერეს. დარბაზის წევრის ოთარ ხუხუნის, განცხადებით ქალაქში არსებული უამრავი პრობლემა დროულ ჩარევას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი სავალალო იქნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს.
იხილე მეტიდღეს ფოთში, პარკი არენაზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონასატის უმაღლესი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გიმართა. ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი-1913“ და თბილისის“ ლოკომოტივი“ დაუპირისპირდა. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა მეტოქეებმა თამაშის მიწურულამდე ვერ შეძლეს გოლის გატანა, ბოლო წუთებში ფოთელი ფეხბურთელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო _ სახიფათო გარღვევაზე მყოფი ფოთელი თავდამასხმელი საჯარიმო მოედანზე წააქციეს, მსაჯმა კი ლოკომოტივის კარში თერთმეტ მეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც კოლხეთის ხუთმა ნომერმა კირილო დოროშენკომ წარმატებით გამოიყენა და საბოლოოდ ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ფოთის კოლხეთი მომდევნო თამაშს 27 სექტემბერს, თბილისის დინამოს სტადიონზე გამართავს, სადაც თბილისის „დინამოს“ შეხვდება.
იხილე მეტი21 სექტემბერს მართმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა. ღვთისმშობლობა თორმეტი დღესასწაულიდან ერთერთი მნიშვნელოვანი დღეა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზეტაძარი აღმართა. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და (21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ – ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად…
იხილე მეტი