სიახლე 

მხიარული სტარტები ფოთში 16 10 18

პედაგოგის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დღეს სპორტის დარბაზში მხიარული სტარტები გაიმართა. სტარტებში ფოთის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. მასწავლებლები ერთმანეთს, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. საბოლოოდ გამარჯვებული პედაგოგები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. მხიარული სტარტები სპორტის, კულტურისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ოფიციალურად გაიხსნა 16 10 18

15 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ოფიციალურად გაიხსნა . ფოთის საკათედრო ტაძარში აღევლინა პარაკლისი, რის შემდეგაც უნივერსიტეტში 2018-2019 აკადემიური წლის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები. აღსანიშნავია,რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, წელს სრულად შეივსო სამაგისტრო პროგრამებზე დაშვებული ადგილების რაოდენობა, ამავდროულად, მიმდინარე წელს, პირველად, განხორციელდა მიღება ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვაშაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს 16 10 18

ფოთში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, ოფისის წინ გაკრული პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატი, დილით შელახული დახვდათ. ბანერი დაუდგენელმა პირებმა სავარაუდოდ გვიან ღამით დააზიანეს. პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნულ ფაქტს ვანდალური უწოდა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. ცნობისათვის,გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია,,-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატის დააზიანების ფაქტი, საქართველოს მასშტაბით დღეს მასიურად დაფიქსირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დიანა ლომაიამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა 15 10 18

ფოთის ჭადრაკის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა! 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე რომელიც ქ. ბათუმში 23 სექტემბრიდან 5 ოქტომრის ჩათვლით ჩატარდა, მონაწილეობა ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მოსწავლემ, 13 წლის დიანა ლომაიამ მიიღო. მსოფლიოს უდიდეს საჭადრაკო ღონისძიებაში 185 ქვეყნის ყველა ტოპ მოჭადრაკე მონაწილეობდა. დიანამ 4 პარტია უძლიერეს ქალებთან ითამაშა და 2 ქულის აღება შესძლო. მას ასევე რეიტინგი 20 პუნქტით მოემატა. ის 19-30 ოქტომბერს საბერძნეთში მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საფეხბურთო სკოლამ აქცია გამართა15 10 18

ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე , ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული იფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. ისინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგებასა და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფოთის საფეხბურთო სკოლაში არსებული პრობლემები ცნობილია. მათი ინფორმაციით, საკითხის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარეობს. სტადიონზე შკრებილები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

იხილე მეტი
თემა 

დისკუსია საარჩევნო თემატიკაზე 11 10 18

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირა რჩება,28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს. ასე, რომ თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. რა უნდა იცოდეთ იქამდე სანამ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მიხვალთ.გადაცემაში ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია და თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გაწერელია გვესტუმრნენ, ისინი ამომრჩევლისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ.გეტყვით, რომ დღვანდელი გადაცემა მომზადდა,, მე-9 ტალღსთან“ პარტნორობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარეს“ პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს“ , რომელიც ხორციელდება ცესკოს პროგრამის ფარგლებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში გაიმართა 15 10 18

13-14 ოქტომბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეები. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცათ თასები. ტექნიკური შედეგები: II კატეგორია: I – გიორგი კვარაცხელია, II – ლუკა წურწუმია, III – წირქვაძე ნიკა. III კატეგორია: I – ხარშილაძე დავით, II – თოიძე თენგიზ, III – ჩიკვაიძე საბა. IV – კატეგორია: I – ჩიქობავა ფრიდონი, II – ასათიანი თამარი, III – მიგინეიშვილი გრიგოლ. V – კატეგორია:…

იხილე მეტი
სიახლე 

ზოია გრაფიშვილის პოეზიის საღამო ფოთში. “გალერეა 34” 15 10 18

არტ გალერეა 34-ში ფოთელი პოეტის, ზოია გრაფიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო. წაიკითხა ლექსები ძველი და ახალი კრებულიდან. პოეზიის საღამო არტ გალერეა 34-ის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ტრენინგები ფოთის საოლქო კომისიაში 15 10 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩვნო კომისიაში, საუბნო კომისიის წევრთა ტრენინგი გაიმართა. როგორც საოლქოს თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ განაცხადა, ამჯერად ტრენინგის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ხოლო, ბოლო მეოთხე ეტაპი უახლოეს დღეებში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა პატარა ფოთში 14 10 18

სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ოპელის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.  რის შემდეგაც ავტომანქანას  ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  სასწრაფო  დახმარების ბრიგადამ მძღოლი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

იხილე მეტი