სიახლე 

ნიჩბოსნობის ჩემპიონატი ფოთში 8 10 18

მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს მდინარე რიონზე საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის ნიჩბოსნებსა და დიდებში ჩატარდა, ასევე, საქართველოს პირველობა კანოეთ და საბაიდარო ნიჩბოსნობაში 2003-2004-2005 წლებში დაბადებულ ნიჩბოსანთა შორის გაიმართა, სადაც თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, ქუთაისისა და ფოთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

გურიფულში სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს 27 09 18

გაზრდილი მოსავლიანობა და გაუმჯობესებულია სიმინდის ხარისხი,-  ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში მოსახლეობა სიმინდის მოსავალს იღებს. ადგილობრივები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობას აფასებენ. მათი თქმით, კულტურა მავნებელმა თითქმის არ დააზიანა. ჯუმბერ ცეკვაშვილი ამბობს, რომ ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიების სახელმწიფოს მიერ ქიმიური საშუალებით დამუშავების პარალელურად საკარმიდამო ნაკვეთი თავადაც შეწამლა. ამასთან თანასოფლელების მსგავსად აზიურ ფაროსანას მექანიკური საშუალებებითაც ებრძვის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საბავშვო მოდის ჩვენება გაიმართა 08 10 18

ფოთში საბავშვო მოდის ჩვენება გაიმართა.  დეფილეში 12 წლამდე ასაკის გოგონები იღებდნენ მონაწილეობას. პატარა მოდელები, კულტურის სახლის დარბაზში,მაყურებელთა წინაშე,  წითელ ხალიჩაზე საკუთარი გემოვნებით შერჩეული სამოსით წარსდგნენ . დეფილეს ბოლოს დიპლომებით დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ჩვენების ოფიციალური პარტნიორები Beauty Lab – Nail Studio და macleanstudio არიან, საბავშვო სამოდელო სააგენტოს დამფუძნებლები 2019 წლის მოდის ჩვენებაზე გრანდიოზულ ღონისძიებას გეგმავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ევროპული საქართველოს კანდიდატის პლაკატების დაზიანებას აპროტესტებენ 8 10 18

ფოთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებზე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები გადააკრეს. ირაკლი დუნდუას მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ არის ჩადენილი და პასუხისმგებლობას, მმართველ გუნდს აკისრებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მორაგბეები ბოლნისის “ყოჩებთან” დამარცხდნენ 8 10 18

ფოთში, პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პიველი ლიგის სეზონის პირველი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთელმა „ კოლხმა რაინდებმა“ ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა. გათამაშების ლიდერთან შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და სტუმრების უპირატესობით წარიმარტთა. ფოთელებმა მხოლოდ ერთხელ შესძლეს მეტოქის ჩათვლის მოედანის დალაშქვრა და საბოლოო დიდი ანდარიშით 47:7 დამარცხდნენ შემდეგი თამაში 13 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც „კოლხი რაინდები“ ქუთაისის „ბაგრატს“ შეხვდება. ასევე 13 ოქტომბერს ბე ლიგის გუნდი თბილისში მერიის თასის გათამაშებაზე საასპარეზოდ გაემგზავრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოსწავლე ნინო ფაჩუაშვილი სტუმრად ტელეკომპანია “გურია-ტვ”-ში 05 10 18

ფოთელი, მეთორმეტე კლასელი ნინო ფაჩუაშვილი     ტელეკონპანია “გურია-ტვ”-ს  ესტუმრა . ნინომ ,, მომავალ ლიდერთა ,, გაცვლითი პროგრამა   – ფლექსის შესახებ  შარშან ინგლისურის მასწავლებლისგან შეიტყო.  დაინტერესდა და   სამ ეტაპიან კონკურსში მიიღო მონაწილეობა. სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა აღნიშნულ პროგრამას სრულად ამერიკის შეერთებული  შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო აფინანსებს. ფლექსის  პროგრამა უკვე 25- ე წელია  წარმატებით მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და მოზარდებს საშუალებას აძლევს  გაეცნონ ამერიკულ კულტურას, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახთან ერთად. ამერიკულმა ოჯახმა  ნინო თბილად მიიღო. განსაკუთრებული ურთიერთობა მის თანატოლ ოჯახის წევრთან დაამყარა, რომელსაც დღესაც დას ეძახის და…

იხილე მეტი