სიახლე 

მალთაყვის უხუცესი ამომრჩეველი ქალბატონი მორელა ხოშტარია 89 წლისაა 10 10 18

მალთაყვის უბანში, უხუცესი ამომრჩეველი ქალბატონი მორელა ხოშტარია 89 წლისაა. ის გურიის ქუჩაზე შვილთან დ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ქალბატონი მორელა პროფესიით ექთანია. ის 1947 წლიდან 1990 წლამდე ფოთის სამალარიო სადგურში მუშაობდა, რომელიც მოგვიანებით, ფოთის სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო ინსპექციად გადაკეთდა. 60-იან წლებში ქალბატონ მორელას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მალარიის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის დიდი ემოციით იხსენებს ერთ-ერთ სამუშაო დღეს, როდესაც რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის, ილარიონ ცომაის ხელმძღვანელობით შექმნილ საგანგებო ჯგუფს, აბობოქრებულ პალიასტომის ტბაში მოუწია ნავით შესვლა. ჯამრთელობის მხრივ არაფერს უჩივის და ამბობს, რომ მხოლოდ წნევის მარეგულირებელ წამალს სვამს. როგორც გაგვიმხილა, მისი ჯამრთელობის საიდუმლო ჯანსაღი…

იხილე მეტი
სიახლე 

სამოქალაქო განვითრების ცენტრი ფოთში 10 10 18

სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრში 1500-ზე მეტმა მოსწავლემ, სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების კურსი გაიარა. ინგლისური ენის პედაგოგები სწავლების ახალ მეთოდს იყენებენ, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს მეტყველების და წერის უნარი განავითაროს.

იხილე მეტი
სიახლე 

გამოფენა ფოთის “გალერეა 34”-ში 10 10 18

საგამოფენო დარბაზ „არტ გალერეა 34“-ში, ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრის, ვიქტორია ბასილაიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენა, არტ გალერეას დამფუძნებელმა, ია როგავამ გახსანა, მან იქ მყოფ საზოგადოებას მხატვრის შემოქმედება გააცნო.  

იხილე მეტი