თემა სიახლე 

გადაცემა “ფოთი ირჩევს პრეზიდენტს” 12 10 2018

საუბარია ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე და იმ პრობლემებზე რომლებიც ქალებს ხვდება. როგორც ცნობილია ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე ქალები უფრო მეტია ვიდრე კაცები , გარდა ამისა ამომრჩეველთა რაოდენობითაც ქალები უფრო მეტნი არიან და შესაბამისად ისინი სათანადოდ არ არიან ჩართული ქვეყნის მართვის პროცესში.თუ რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში და რატომ არ არიან ისინი მრავლად წარმოდგენილები. რატომ ასრულებენ მხოლოდ შავ სამუშაოს ქალები და რატომ ვერ იკავებენ მაღალ თანამდებობებს?როგორია ქვეყანაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით,როგორ უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ კითხვებს ჩვენი გადაცემის სტუმრობი პასუხობენ .სტუდიის სტუმრები არიან : ნონა…

იხილე მეტი
თემა სიახლე 

გადაცემა ,, ფოთი ირჩევს პრეზიდენტს” 10.10.2018

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირა რჩება,28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს. ასე, რომ თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. რა უნდა იცოდეთ იქამდე სანამ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მიხვალთ.გადაცემაში ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია და თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გაწერელია გვესტუმრნენ, ისინი ამომრჩევლისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ.გეტყვით, რომ დღვანდელი გადაცემა მომზადდა,, მე-9 ტალღსთან“ პარტნორობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარეს“ პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს“ , რომელიც ხორციელდება ცესკოს პროგრამის ფარგლებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კახა კუკავა ამომრჩეველს შეხვდა 11 10 18

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა დღეს ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა ღია ცის ქვეშ, ცოტნე დადიანის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მან ქალაქში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილებს ასევე წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

იუსტიციის სახლში აქცია პირველ იანვრამდე გაგრძელდება 11 10 18

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ფოთის იუსტიციის სახლის უფროსს, ნინო ხარჩილავას გავესაუბრეთ, მისი თქმით, აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: საქართველოს ის მოქალაქეები, ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია და ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა მოქალაქემ მიიღო. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

იხილე მეტი
სიახლე 

პეტრე კოლხის პოეზიის საღამო ფოთში 12 10 18

პეტრე კოლხის პოეზიის საღამო ფოთში 11 ოქტომბერს ქალაქ ფოთში, სახელოვნებო ცენტრის ბაღში დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას პოეზიის საღამო გაიმართა. პეტრე კოლხი, დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი ლექსებით წარსდგა. ღია ცის ქვეშ გამართულ საღამოზე სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, დასასრულს კი იქ მყოფმა სასულიერო პირებმა და მამა პეტრეს მეგობრებმა, მის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრეს. მამა პეტრეს თქმით, სამეგრელოში სტუმრობა, საიდანაც აღმოცენდა ქართული კულტურა და ღირებულებები მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მადლობა არსთა გამრიგეს, იმისათის, რომ ამ შეჭირვების ჟამს გვილამაზებს ცხოვრებას და გვაძლევს საშუალებას და უნარს, ერთმანეთს სიცოცხლე გავულამაზოთ და ერთმანეთს შევეხიდოთ იმ რთულ პერიოდში,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები მერიაში საკადრო ცვლილებებზე 12 10 18

ფოთის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ თანამდებობა დატოვა. როგორც მერიის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მან განთავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.ირაკლი თოფურია მერის მოადგილის თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. ის ინფრასტრუქტურა-მშენებლობის დარგს კურირებდა. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი თქმით ირაკლი თოფურიამ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და მმართველი გუნდიდან მას სხვა თანამდებობის პირებმაც უნდა მიბაძონ.

იხილე მეტი