სიახლე 

ფოთში საქართველოს ღია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ნიჩბოსნობაში გაიმართა 22 10 18

ფოთში, 20-21 ოქტომბერს მდინარე კაპარჭინაზე საქართველოს ღია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ნიჩბოსნობაში გაიმართა. ჩემპიონატი ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა. შეჯიბრში საასპარეზოდ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. ბიჭებს შორის შეჯიბრი ერთ ადგილიანი, ორ ადგილიანი, ოთხ ადგილიანი და ერთ ადგილიანი საზღვაო კლასის ნავით ჩატარდა, ხოლო გოგონათა შორის ერთ ადგილიანი და ორ ადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით გაიმართა. საქართველოს ღია ჩემპიონატში 1999-2005 წლებში დაბადებული ნიჩბოსნები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა 500, 1000, 1500 და 2000 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა. წელს ღია ჩემპიონატით დასრულდა საჯიბრო და მოსამზადებელი სეზონი. ზამთრის სეზონიოსთვის სპორტსმენები დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც შეჯიბრებები ფიზიკურ მომზადებაში, სპეციალური ტრენაჟორებით გაიმართება.  …

იხილე მეტი
სიახლე 

ივენთ კომპანია „ბრავო“-ს პროექტი „ბოლო ზარი -2019“ 22 10 18

„ბოლო ზარი -2019“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ივენთ კომპანია „ბრავო“ საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს სთავაზობს. პროექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებული კლასი, ივენთ კომპანიის მომსახურების სრულ პაკეტს უფასოდ მიიღებს. გათამაშებაში გამარჯვებული 2019 წლის 19 მარტს, 19 საათზე გამოვლინდება

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ფოლკლორის ამაგდარ იროდი ტიკარაძეს იუბილე 22 10 18

ქართული ფოლკლორის ამაგდარმა იროდი ტიკარაძემ,მეუღლესთან მაყვალა ჯინაშვილთან თანაცხოვრობის ნახევარი საუკუნე აღნიშნა. ანსამბლ „ფაზისის“ წევრებმა და ახლობლებმა მათ სიყვარულითა და ურთირთპატივისცემით გავლილი წლების იუბილე მიულოცეს. მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა, ღირსების ორდენოსანსა და ხელოვნების ქურუმს, ნიკო ნიკოლაძის 175 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალიონი საზეიმოდ გადასცა. ხელოვნების ქურუმის მეუღლე, მაყვალა ჯინაშვილიც ლოტბარია,ის მე-9 საჯარო სკოლის ვოკალურ გუნდს 20 წელი ხელმძღვანელობდა. ბატონმა იროდი ტიკარაძემ გაიხსენა სტუდენტობის პერიოდი,როდესაც მომავალი მეუღლე პირველად ნახა. მისი თქმით მეუღლის დანახვაზე ახლაც ისე უცემს გული როგორც სიყმაწვილეში.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მორაგბეები ასპინძის გუნდთან დამარცხდნენ 22 10 18

ფოთში, პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პიველი ლიგის სეზონის მესამე კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთელმა „ კოლხმა რაინდებმა“ სამცხე ჯავახეთის გუნდს „ტაოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი „კოლხი რაინდების“ უპირატესობით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმის უკანასკნელ წუთზე მათ ვერ შეძლეს მეტოქის შეჩერება და სტუმრებმა ლელოს დადება მოახერხეს. საბოლოოდ ფოთელები ანგარიშით 20:22 დამარცხდნენ. შემდეგი თამაში 27 ოქტომბერს პარკი არენაზე გაიმართება, სადაც „კოლხი რაინდები“ ოზურგეთის გუნდას უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

თეიმურაზ შაშიაშვილი ფოთში 22 10 18

ფოთში წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ჩამოვიდა. ის ქალაქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობასთან მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

იხილე მეტი
თემა 

გადაცემა “ფოთი ირჩევს პრეზიდენტს” , ახალგაზრდების ჩართულობა 14 10 18

გადაცემა ,,ახალგაზრდები და არჩევნები“ , რომელიც მომზადდა სამაუწყებლო კომპანია ,,მე-9 ტალღსთან“ პარტნორობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარეს“ პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს“ , რომელიც ხორციელდება ცესკოს პროგრამის ფარგლებში. სტუდიის სტუმრები არიან: ნათია ნანავა ჟურნალისტი, სტუდენტი ბექა ეთერია არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს ახალგაზრდული ფრთის კოორდინარტორი. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ, რა პრობლემები აწუხებთ ფოთელ ახალგაზრდებს? აქტიურად ერთვებიან თუ არა ისინი ქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რამდენად ინტერესდებიან საარჩევნო პროცესებით და როგორ თვლიან, არის თუ არა გადამწყვეტი მათი ხმა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როგორიცაა არჩევნები.

იხილე მეტი