სიახლე 

ფოთელების აზრი არჩევნების მეორე ტურის შესახებ 6 11 18

რას ფიქრობს ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, მიიღეს თუ არა მონაწილეობა 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში და ჩატარდა თუ არა სამართლიანი არჩევნები, –სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“ ამ კითხვებით დღეს ფოთის მოსახლეობას მიმართა. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნებზე იყო და საკუთარი ხმა დააფიქსირა, ასევე მზაობას გამოთქვამენ საკუთარი არჩევანი მეორე ტურშიც დააფიქსირონ და ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის რემონტის პროექტზე მუშაობა გრძელდება 6 11 18

დღეს ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის შენობაში მუშა შეხვედრა შედგა. მას თეატრის, მერიისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი, იმ დეტალების საბოლოო შეჯერება იყო, რომელიც თეატრის რემონტის პროექტისთვისაა აუცილებელი. შეხვედრაზე თეატრალების მოთხოვანა იყო, უმოკლეს ვადებში ქალაქს აღდგენილი თეატრი დაუბრუნდეს, მსახიობებს კი ნორმალური სამუშაო პირობები შეუქმნან. მერის მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და კოტე თოფურიამ საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მოუწოდეს რომ პირველი დეკემბრისთვის, მერიას თეატრის რემონტის პროექტი სრულად და დროულად წარუდგინონ, ასევე მოთხოვეს ჩატარდეს კონსტრუქციების კვლევა , იმის გასარკვევად, თუ რამდენად მდგრადია შენობა. რემონტის პროექტის თვითღირებულებას ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს, ხოლო უშუალოდ შენობის რეაბილიტაციისთვის გაწეული…

იხილე მეტი
სიახლე 

სიმინდის კარგი მოსავალი გურიაში 6 11 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შეფასებისას,   სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ სამუშაოებს დადებითი ეფექტი ჰქონდა და ამის ნათელი მაგალითი გურიაში მიღებული სიმინდის კარგი მოსავალია. გადაცემა „აგრომობილი“  სოფელ ცხემლისხიდში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. ზვიად გობრონიძეს მიმდინარე წელს სიმინიდი ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი და ამბობს, რომ ნოსავალი ბევრად უკეთესი იყო ვიდრე შარშან, როდესაც კულტურ 1 ჰექტარზე ჰქონდა გაშენებული. ამის მთავარი მიზეზი კი აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზიანი იყო. ფერმერი ამბობს, რომ გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით,  წელს მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გაატარა და კულტურა შეწამლა. მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანასთან ბრძოლა უცხოელი მეცნიერების ჩართულობით გრძელდება 6 11 18

,,ქართველ ფიტოსანიტარებთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები უცხოელი სპეციალისტების ჩართულობითაც მიმდინარეობს“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ნიკა მესხის განმარტებით, უწყება აქტიურად იყენებს იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. დეპარტამენტის უფრო იხსენებს, რომ როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემა დადგა, უწყებამ უცხოელ მეცნიერებს იმთავითვე მიმართა და სწორედ მათი რეკომენდაციებით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც ახლაც მიმდინარეობს. მესხი აღნიშნავს, რომ პროგრამიდან მიღებულ შედეგებს უცხოელი სპეციალისტებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს. მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად…

იხილე მეტი