სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები 7 ნოემბრის მოვლენებს აფასებენ 7 11 18

ფოთში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, 11წლის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალება გარდაუვალი, იყო.სხვა პარტიის წარმომადგენლები კი მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტს უარყოფითად გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები 2007 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღო. აქცია პოლიციის სპეციალურმა დანაყოფებმა ძალის გამოყენებით დაარბიეს. ასევე ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გაითიშა.

იხილე მეტი
სიახლე 

თხილის ნიმუშებში 15-მდე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადება დაფიქსირდა 7 11 18

,,ადგილობრივ და ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნილ თხილის ნიმუშებში 15-მდე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადება დაფიქსირდა, ამიტომ მოსაზრება, რომ თხილის სექტორში არასახარბიელო მდგომარეობა მხოლოდ აზიურ ფაროსანას უკავშირდება, არასწორია“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ნიკა მესხის თქმით, იგივეს ადასტურებდა 2012 წელს ერთ-ერთი მეცნიერების მიერ დასავლეთ საქართველოში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის დროსაც თხილის კულტურაში 51 სხვადასხვა ორგანიზმი აღმოაჩინეს. მესხის თქმით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე შემუშავდა თხილის დაცვის სქემა და ფერმერებმა, რომლებმაც მასში მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, თხილის მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოსთან შედარებით გურიაში თხილის ცუდი მოსავალი იყო 7 11 18

გურიასა და სამეგრელოში ფერმერებმა ხარისხობრივად თხილის განსხვავებული მოსავალი მიიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მიზეზებზე საუბრობს. ნინო შეწირულის თქმით, 2017 წელს გურიაში აზიური ფაროსანას პოპულაცია შედარებით მცირე იყო, შესაბამისადნ ნაკლებად დააზიანა თხილის კულტურაც, სამეგრელოში კი პირიქით, ამირომ გურულებმა პრობლემის სიმწვავე დროულად ვერ გააცნობიერეს. მისი განმარტებით, ამ მხრივ სახელმწიფომ არაერთი ღონისძიება გაატარა, და ის ერთეული ფერმერები რომელბიც მავნებელთან ბრძოლის პროცესში თავადაც ჩაერთვნენ, მათი მოსავალი უკეთესი იყო. მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად…

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანასთან სახლის პირობებში ბრძოლის რეკომენდაციები 7 11 18

ტემპერატურის დაცემასთან ერთად აზიურმა ფაროსანამ უკვე საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რათა მათ აზიური ფაროსანა მექანიკური მეთოდებითა და სახლის პირობებში დაშვებული პრეპარატებით გაანადგურონ. უწყებაში მოსახლეობას ურჩევენ  შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოცემულ ბროშურასაც გაეცნონ, სადაც აზიურ ფაროსანასთან სახლის პირობებში ბრძოლის დეტალური რეკომენდაციებია მოცემული.  სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ხერხებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხიც გვესაუბრება. მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს.…

იხილე მეტი