სიახლე 

ფოთის სამი ყველაზე აქტიური ეკო-კლუბი დამეგობრდა 8 11 18

8 ნოემბერს, ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში ქ.ფოთის სამი ყველაზე აქტიური ეკო-კლუბი დამეგობრდა. შეხვედრაში N4 საჯარო, N11 საჯარო სკოლისა და წმინდა ნიკოლოზის გიმნაზის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. თითოეულმა ეკო კლუბმა მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ მცირე პრეზენტაცია გააკეთა. ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამომავლოდ დაგეგმილი ეკო აქტივობები გააცნეს და განიხილეს ეკო კლუბების ჩართულობა ამ აქტივობებში. საკონფერენციო დარბაზში მცირე პრეზენტაციების და იდეების გაცვლის შემდეგ მონაწილეები პალიასტომის ტბაზე ნავით გაასეირნეს. სადაც, ფრინველებზე დაკვირვება მოახდინეს. ეროვნული პარკის თანამშრომლებმა კი მოსწავლეებს ფრინველების აღრიცხვის მეთოდები გააცნეს. როგორც ხათუნა ქაცარავამ განმარტა, ეკო კლუბები სამომავლოდაც ითანამშრომლებენ  ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან, ერთობლივად…

იხილე მეტი
სიახლე 

ღია კარის დღე ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ფაზისში” 8 11 18

საზოგადოებრივ კოლეჯ “ფაზისში” ღია კარის დღე გაიმართა, რომელიც 2018 წლის პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ თუ როგორ მიმდინარეობს მეთევზეობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამა. მათ ულტრა თანამედროვე აპარატურით აჭურვილი თევზის გადამამუშავებელი სახელოსნო და ლაბორატორია დაათვალიერეს. როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა ლონა სტოლმა „მე-9 ტალღასთან“ განაცხადა, კოლეჯი „ფაზისი“ შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოში განათლების სისტემის ტრანსფორმაცია, ახალ სტანდარტებზე გადასვლა და ინოვაციების დანერგვა.

იხილე მეტი
სიახლე 

თვითმართველობების როლი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში 8 11 18

რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში? -სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ საკოორდინაციო შტაბიდან ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე იღებდა წამლობის შესახებ ინფორმაციას და მოსახლეობამდე მისი მიტანა უკვე მათი ვალდებულება იყო. ნინო შეწირული განმრტავს, რომ ამ პროცესში ხარვეზები იყო, რაც 2018 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია. მართალია ეს ხარვეზები ეტაპობრივად სწორდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაფრთხილების მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილება მაინც გამოიწვია. სპეციალისტი ფიქრობს, რომ გამოცდილების გათვალისწინებით მომავალ წელს უკეთესი შედეგი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი საქართველოში 8 11 18

საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალად სამეგრელო, გურია აჭარა, იმერეთი და აფხაზეთი მიიჩნევა, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე მავნებლის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, არ მომხდარა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული მომენტისთვის, აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემა არ დგას. უწყების ინფორმაციით, მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ფერომონიანი დამჭერები აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებშიცაა განთავსებული და შედეგები შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

იხილე მეტი
სიახლე 

რამ შეუწყო ხელი სიმინდის ხარისხის შენარჩუნებას 8 11 18

სესში ამბობენ, რომ თხილის კულტურისგან განსხვავებით, სიმინდს ძირითადი პრობლემა აზიურმა ფაროსანამ შეუქმნა, თუმცა ეს იქ, სადაც ფერმერებმა შეწამვლითი ღონისძიებები არ ჩაატარეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ დიდ მასივებში, სადაც შეწამვლითი ღონისძიებები სააგენტოს ტექნიკით გამოყენებით ჩატარდა, ფერმერებმა მოსავალი დანაკარგის გარეშე აიღეს. ნიკა მესხის თქმით, ანალოგიურად მაღალი იყო მოსავალი მოსახლეობისთვის, რომლებმაც საკუთარ ნაკვეთებში სიმინდის კულტურის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები ჩაატარეს.

იხილე მეტი