სიახლე 

რაგბის მატჩის დიდ ეკრანზე ტრანსლირება ფოთში

თიბისი რაგბის სერიების, 2018 წლის დასკვნითი მატჩი ბორჯღალოსნებმა „ტონგას“ წინააღმდეგ გამართა. თამაში ანგარიშით, სარეკორდო სხვაობით, 20:9 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტონგასთან დადებითი ბალანსი განიმტკიცა, 5 მოგება ორი მარცხის წილ. საქართველო-ტონგას თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ფოთელი გულშემატკივრები, ქალაქის ცენტრალურ პარკში, დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. ღონისძიება სამშენებლო კომპანია M2 -ისა და ლუდის კომპანია „აისისის“ მიერ იყო ორგანიზებული.

იხილე მეტი
დღის ამბები 

უფასო გამოკვლევები ფოთის პოლიკლინიკაში

კვირას, კლინიკა ევექსისა და ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინი გამოკვლევების აქცია გაიმართა. ფოთის ამბულატორიულ ცენტრში, მოწვეულმა ექმიმებმა პაციენტებს სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი საჭირო კვლევები ჩაუტარეს. მოქალაქეებს მთელი დღის მანძილზე თბილისისა და ქუთაისის რეფერალური კლინიკების წამყვანი სპეციალისტები ემსახურებოდნენ. როგორც მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა, საჭირო კვლევების შემდეგ, ბენეფიციარების მკურნალობის გარკვეულ მიმართულებებს საყოველთაო დაზღვევა და ასევე ქალაქის მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ დააფინანსებს. „ევექსის“ კლინიკაში აქციის მიმდინარეობას ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ექიმ, გურანდა თევზაძეს თქმით, აქცია პერმანენტული ხასიათისაა და ის მომავალშიც გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,კოლხეთი 1913″ 0 -1 “რუსთავი” 26 11 18

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში, ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. შხვედრა პარკი არენაზე გაიმართა. რუსთაველმა თავდამსხმელმა, ლობჯანიძემ პირველივე წუთებში თავისი გუნდი დააწინაურა. მატჩის განმავლობაში ორივე მხარეს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა 11 მეტრიანი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ შეხვედრა რუსთაველების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური დარჩა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ „კოლხეთი“მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგას დაემშვიდობება.

იხილე მეტი
სიახლე 

„რა სად როდის“ შემოდგომის თასის გათამაშება ფოთში 26118

ფოთში ინტელექტუალური თამაში „რა სად როდის“ შემოდგომის თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც საჯარო და კერძო სკოილების მოსწავლეთა 13 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი მე-15 საჯარო სკოლამ დაიკავა. მათ სკოლის ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და ინტელექტკლუბის ორგანიზებით გაიმართა. ორგნიზატორების განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან, ტურნირი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ყოფილი და მოქმედი საკრებულოს წევრები ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ 26 11 18

ფოთში, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, ფოთის საკრებულოს 6-ვე მოწვევის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ყოფილმა და მოქმედმა საკრებულოს წევრებმა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ნიკო ნიკოლაძის შთამომვალის დამარცხება იმით ახსნეს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე ფოთელები განაწყენებულები არიან. მათ პრობლემების გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ფოთისთვის არის შანსი და ეს შანსი ადგილობრივებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ყოფილმა მერმა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი გაზეთები დაარიგა 26 11 18

ფოთის ყოფილმა მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომან მელიამ აგრარულ ბაზარში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი გაზეთები დაარიგა. როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, ფოთელებისთვის უხერხულია ის მომენტი რომ, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილმა არჩევნების პირველ ტურში, ფოთში წააგო, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან ეს ფოთის გადარჩენის ბოლო შანსია.

იხილე მეტი
სიახლე 

უფასო გამოკვლევები ფოთის პოლიკლინიკაში 26 11 18