სიახლე 

გამწვანების აქცია ფოთში 27 11 18

ფოთში გამწვანების აქცია გაიმართა. ნაბადის უბანში პირამიდული ჯიშის 40 ძირი კიპარისი დაირგო. გამწვანების აქცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციისა“ და ფოთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისია არჩევნებისთვის მზადაა 27 11 18

ფოთში არსებული 32-ვე საარჩევნო უბანი მზადაა არჩევნების ჩასატარებლად – ეს განცხადება „მეცხრე ტალღასთან“ ფოთის 70-ე ოლქის თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა გაწერელიამ გააკეთა. მისი თქმით კომისიის წევრებმა,კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა გაიარეს. ამომრჩევლებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა უბანზე, დილის რვა საათიდან შეეძლებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

რომან მელია სოციალური ქსელით გავრცელებულ კომენტარებს ეხმაურება 27 11 18

ფოთის ყოფილი მერი და მაჟორიტარი დეპუტატი, რომან მელია „მეცხრე ტალღის“ Fasebook გვერდზე, მისი მისამართით გაკეთებულ კომენტარებს პასუხობს. სიუჟეტს, სადაც რომან მელია აგრარულ ბაზარში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ გაზეთებს არიგებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის კომენტარებში გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს რომ ფოთის განვითარებაში მას დიდი ღვაწლი მიუძღვის. რომან მელიამ შესაბამისი ვიდეო მასალაც წარმოადგინა.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა დასკვნითი შეკრება გაიმართა 27 11 18

“ქართული ოცნების” ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეკრებილებს, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ, მერმა გოჩა კურდღელიამ და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ ქალაქში მიმდინარე და სამომავლო მსხვილ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ ფოთელები 28 ნოემბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო საბჭო შექმნა 27 11 18

გუშინ, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შეხვედრა გაიმართა, სადაც ფოთის მერი, გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და არასამთავრობო ორგანიოზაციებს შეხვდნენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათთან შეთანხმებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო საბჭო შექმნა, რომელიც უშუალოდ ფოთის მერთან დაქვემდებარებული სათათბირო ორგანო იქნება. საბჭო, სამომავლოდ თვეში ერთხელ შეიკრიბება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს განიხილავს. როგორც ფოთის მერმა აღნიშნა, მათი მოვალეობა და ამოცანაა ხელი შეუწყონ საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრირებას. შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “მხიარულთა და საზრიანთა” კლუბების ჩემპიონატი გაიხსნა 27 11 18

გუშინ, ფოთის კულტურის სახლის სცენაზე, მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიხსნა. სადაც ფოთის რვა საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალი იუმორისტულმა ჯგუფმა „ხამსიშვილებმა“ გახსნა, დასასრულს კი ფოთის ნაკრები გუნდი, ექსპრომტად დადგმული სკეჩებით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელის, ედემი გაბელიას თქმით, ამ გამოსვლის შემდეგ, 29 ნოემბერს კენჭისყრა ჩატარდება, რის შემდეგაც გუნდები ქვეჯგუფებში გადანაწილდებიან, რომლებიც დეკემბერში მერვედ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. მათგან მხოლოდ ორი საუკეთესო გუნდი ფინალში მოხვდება. მისივე თქმით, გამარჯვებულს ფოთის საკრებულოს მიერ დაწესებული პრიზი 500 ლარის ოდენობით გადაეცემა, ასევე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „მზის გულის“ მიერ დაწესებული 200 ლარიანი ჯილდო,…

იხილე მეტი
თემა სიახლე 

გადაცემა “თემა”. წინასაარჩევნო დებატები 26 11 2018

გადაცემის სტუმრები არიან: დარეჯან ცხვიტარია- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია -“ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე

იხილე მეტი