სიახლე 

ხმაური ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე 28 11 18

ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, რამდენიმე წუთით შეწყდა. მიზეზი, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელმირა სიჭინავას განცხადებით, როდესაც დარღვევის შესახებ საჩივარი დაწერა, უბნიდან მის გაძევებას ცდილობდნენ. როგორც ის ამბობს, აღნიშნულ უბანზე დილიდან ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იმყოფება და აკვირდება ბიულეტენებს, თუ ვის სასარგებლოდ აკეთებს კონკრეტული ამომრჩეველი არჩევანს. მე -7 საარჩევნო უბანზე ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ხმაური დამკვირვებლებს შორის კამათმა გამოწვია. „სერიოზული სახის ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. დამკვირველებს შორის იყო უთანხმოება,რომლებიც ხმამაღლა კამათობდნენ. მივეცი შენიშვნა, რადგან საარჩევნო პროცესი შეჩერდა რამოდენიმე წუთით. დაწერეს საჩივარი, წესისამებრ გავეცი ცნობა და საარჩევნო პროცესი გაგრძელდა“_ განაცხადა მე-7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ლელა კიღურაძემ.

მსგავსი სტატიები