სიახლე 

ლევან დავითაშვილი – რეგიონულია მედია მoსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას აწვდის 31 12 18

რეგიონული  მაუწყებლები მოსახლეობას ყველაზე ობიექტურ და სასარგებლო ინფორმაციას აწვდიან, – ასე აფასებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონული მედიის მუშოაბას. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მედიებში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები ადეკვატურად გაშუქდეს. მისი განმარტებით,  სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქცია  მოსახლეობამდე საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიტანაა, ამ პროცესში კი მედიის როლი ძირითადია.   მინისტრმა აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობასა და მის როლზეც ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

“სოფლის მაშენებელი 2018” დაჯილდოვება 31 12 18

„სოფლის მაშენებელი 2018“- „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ გადაცემა „აგროსიახლეებმა“ და „მაუწყებელთა ალიანსმა“  წარმატებული ფერმერები  გამოავლინა. 5 კატეგორიაში გამარჯვებულები პარტნიორ  მედიაში ხილვადობისა და სხვა ფერმერებისთვის ცოდნის გაზიარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში  წლის ფერმერი -ახალგაზრდა მეცხვარე გიორგი იმერლიშვილმა გაიმარჯვა. წლის ქალი ფერმერის ტიტული კი მეფუტკრე მარიამ კილაძემ მოიპოვა. წლის ბიომეწარმედ კობა დვალიშვილი დასახელდა, რომელმაც რამდენიმე წელია კენკროვანი კულტურის ბაღი გააშენა. რაც შეეხება ახალგაზრდა მეღვინეს –  ამ ნომინაციაში პრიზი  ბექა ჯიმშელაძეს ერგო, გიორგი ციხელაშვილს კი წლის ვეტერინარის.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობის N1 სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს 28 12 18

ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. საჯარო სკოლას 300 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის – საბავშვო და სამეცნიერო ლიტერატურა. როგორც „აი სი ჯგუფის“ წარმომადგენელმა – იმედა ალხაზიშვილმა განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნის ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-5 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო აქცია მოაწყო 25 12 18

მეხუთე საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მოეწყო. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ოთხ სოციალურად დაუცველ ოჯახს პროდუქტებით დაეხმარნენ. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სახის აქცია მეხუთე სკოლაში პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 28 12 18

არჩილ ხორავას სახელობის სახერლოვნებო სასწავლებელში, ფოლკლორული ანსამბლის „პირიმზის“ დასკვნითი კონცერტი ჩატარდა. ბავშვებმა ქართული ტრადიციული სიმღერები და კომპოზიციები შეასრულეს. ანსამბლი გია გურგენიძის ხელმძღვანელობით 25 წელია ფუნქციონირებს, ამჯერად იქ მუსიკალურ ხელოვნებას 50-მდე ბავშვი ეუფლება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს 25-ე რიგგარეშე სხდომა 28 12 18

საკრებულოს 25-ე რიგგარეშე სხდომაზე ერთი საკითხი იქნა განხილული, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში შემოსულობებში ცვლილებების შეტანას ეხებოდა. კერძოდ, ქალაქის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ტრანსფერის სახით გამოყოფილი, მილიონ 107 ათას 200 ლარი ვერ იქნა ათვისებული, ამდენად თანხა უკან დაბრუნდა. ოპოზიციის განცხადებით მმართველი გუნდი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და შესაბამისად ცენტრალური ხელისუფლება მათ არ ენდობა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თანადგომის სახლში წინა საახალწლო განწყობაა 28 12 18

დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში წინა საახალწლო ზეიმი გაიმართა. თანადგომის სახლში საახალწლო ნაძვის ხის გახსნის ცერემონია მოეწყო. სახელოვნებო ცენტრის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს, რის შემდეგაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა თანადგომის სახლში მყოფ, 250 შეჭირვებულს, საჩუქრები და საახალწლო ნუგბარი გადასცეს. გიორგი ფარეშიშვილმა ბენეფიციარებს დღესასწაული მიულოცა. მისივე თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, როგორც გიორგობის დღე, დღევანდელი დღეც განსაკუთრებულად გამორჩეული ყოფილიყო იმ ხალხისთვის, რომლებიც თანადგომის სახლის ხშირი სტუმრები არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფონდი “ქველმოქმედი 2015” და პარტნიორი კომპანიები სოციალურად დაუცველებს დაეხმარნენ 28 12 18

დღეს, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ შენობის წინ საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ფონდი“ ქველმოქმედი-2015-ის“, „ტაჰალ გრუპ-ისა“ და სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა წინა საახალწლოდ, ოცდაათ სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათ-სანოვაგე და თბილი ტანსამოსი გადასცეს. მათგან 25 ოჯახს ადგლზე მისცეს პროდუქტი, ხოლო 5თ მწოლიარე ბენეფიციარს სურსათი სახლში მიუტანეს. როგორც საქველმოქმედო აქციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, მათი მიზანი იყო, უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ოჯახებს დახმარებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან, „ფონდი ქველმოქმედი 2015“-მა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში 24 ავადმყოფს და 700 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწია თანადგომა.

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 27 12 18

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, რიგით მერვე კონფერენცია გაიმართა. მოხსენება წაიკითხეს თემაზე: „წმ. გრიგოლ ნაზიანზელი – ბიზანტიური საღვთისმეტყველო ფილოსოფიის ფუძემდებელი“. ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტებმა, სექცია _ „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“-ს ფარგლებში, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ქრისტიანული მოძღვრება, ფილოსოფიური და თეოლოგიური კუთხით განიხილეს. როგორც გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, 2018 სასწავლო წელი უნივერსიტეტისათვის ნაყოფიანი იყო, აქ 35 სამეცნიერო შეხვედრა ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

“მის შარმი 2018” ფოთელი მარეხი ახალაძე გახდა 27 12 18

„მის საქართველო 2018“-ის კონკურსში 19 წლის ფოთელი მარეხი ახალაძე, „მის შარმის“ ტიტულის მფლობელი გახდა, ასევე ის ნომინაცია „მის ინტერნეტის“ გამარჯვებულად გამოცხადდა. მარეხი ახალაძემ სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკიდან დაიწყო,მან 2013 წელს Elite Model look Georgia-ს კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საუკეთესო ოცეულში მოხვდა. მარეხი ფოთის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტის, სოციოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს. როგორც ის ამბობს, ცდილობს უმაღლესი განათლება და სამოდელო კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს.

იხილე მეტი