სიახლე 

ფოთში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი მოემატათ 31 01 19

სკოლამდელ საამღზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ხელფასი 40 ლარით გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო, რასაც საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, ბაღებში დასაქმებულთა გაზრდილი სამუშაო მოცულობის, დატვირთვისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სახელფასო ფონდი 140 ათასი ლარით გაიზარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა 31 01 19

მეოთხე საჯარო სკოლაში, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთვარი თემა და მსჯელობის საგანი იყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს, მსოფლიოს ეკოსისტემაში ჭაობიან ტერიტორიებს. საბუნებისმეტყველებო მეცნიერებათა კათედრის ეკოკლუბის „ერუდიტი”-ს წევრებმა მის დამახასიათებელ თვისებებსა და სარგებლიანობაზე ისაუბრეს. ეკოკლუბის ხელმძღვანელის, მარინა მიმინოშვილის თქმით, კონფერენციის მიზანია, სოციალური და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, რაც ახალგაზრდა თობას გარემოს დაცვის აუცილებლობას დაანახვებს. სასკოლო კონფერენცას კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში მდინარეში ჩავარდნილი მოზარდის ახლობლები შეიკრიბნენ 31 01 19

ფოთის მერიასთან პროტესტის ნიშნად, მდინარე რიონში ჩავარდნილი მოზარდის კლასელები და მეგობრები შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამტკიცებენ, მათთვის გახდა ცნობილი, რომ სამძებრო ოპერაცია 72 საათის გასვლის შემდეგ, ანუ ხვალ 5 საათამდე შეწყდება. ბავშვებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება თხოვეს.მათ მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი გაესაუბრა . მისი განცხადებით ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ძალიან დიდი უბედურება მოხდა ჩვენს ქალაქში და ყველანი სამწუხარო მოლოდინში ვართ. სამწუხაროდ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდებში,თითქოს ვინმე აპირებდა სამძებრო სამუშაოების შეწყვეტას, რაც ნამდვილად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შედეგად, რომ არავინ არაპირებს სამუშაოების შეწყვეტას, პირიქით დამატებით ძალებია გამოძახებული დედაქალაქიდან,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, რიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება 30 01 19

უკვე მეორე დღეა ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რისთვისაც სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყება გაერთიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე 30 01 19

ფოთის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე, გულგრილობაში დაადანაშაულა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ვახტანგ დარცმელიძის მტკიცებით, ირაკლი კაკულია არ ინტერესდება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც წლებია ჭიანურდება. სამაგიეროდ ინტერესდება ქალაქის ცენტრში სამედიცინო დაწესებულების მშენებლობით, რადგან მას თავად აშენებს. მისივე თქმით, დაუმთავრებელი კინოთეატრის გვერდით, ახალი სამედიცინო ობიექტის აგება ყოვლად დაუშვებელია. ოპოზიციის ბრალდებები უარყო ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, თუმცა დაადასტურა, რომ სამედიცინო ცენტრის მშნებლობაში არა პირადად მისი, არამედ ოჯახის წევრის ინტერესია.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ფოთის რესურსცენტრის უფროსი 29 01 19

„კურსორის“ სტუმარი, ფოთის რესურს ცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, განათლების სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 29 01 18

ფოთელი მოკრივეები, გურჯაანში ჩატარებული საქართვერლოს ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ახალგაზრდებს შორის ჩატარებულ ჩემპიონატში, ზურაბ სასანიას სახელობის მოკრივეთა სკოლამ და ფოთის მოკრივეთა სკოლამ ხუთი სპორტსმენი წარადგინა, სადაც ორი ოქრო და ერთი ბრინჯქაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატი ოთხი დღის მანძილზე გრძელდებოდა. როგორც, მწვრთნელებმა აღნიშნეს, ამ გამარჯვებით ფოთელმა მოკრივეებმა, ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც სექტემბის თვეში გაიმართება საქართველოის ნაკრებში ადგილი მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 29 01 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 1 თებერვლის ჩთვლით უნალექო ამინდი სენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +15 მინიმალური ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. 30 იანვარს ძირითადად ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღე-ღმის განმავლობაში უნალექო ამინდი დაფიქსირდება. აღმოსავლეთის ქარი დაქროლავს 8-13მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 13 ° 15 °; ღამით კი 8 ° 10 ° იქნება. 31 იანვარს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 8-13 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 +13 გრადუსი, ხოლო ღამით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება. 1 თებერვალს აღმოსავლეთის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გარემოვაჭრეების ჯიხურები აიღეს 29 01 18

ფოთში, გვიან ღამით, მერიის თანამშრომლებმა ბაზრის შიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები და საჩრდილობლები აიღეს. რასაც მოვაჭრეების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ისინი ამბობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის დახლების აღების მოთხოვნით არ მიუმართავთ და არც ალტერნატიული ფართი შეუთავაზებიათ. ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ მოვაჭრეები არაერთგზის გააფრთხილეს, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი თავიანთი ძალებით ცდილობენ ტერიტორიის გამონთავისუფლებას. როგორც დავით ჯგერენაია ამბობს, გარემოვაჭრეებს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართი მინიმუმ სამი თვით უფასოდ შესთავაზეს, რომელიც კერძო პირების საკუთრებაშია, თუმცა მისივე თქმით, გარემოვაჭრეები ამ წინადადებაზე უარს აცხადებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

უბედური შემთხვევა ფოთში 29 01 18

ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე რიონში, ქალაქის ცენტრალური ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი მოაჯირზე იყო ასული, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. გამვლელები უმალ ჩავიდნენ წყალში, მაგრამ ვერ მიაგნეს. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს. “რამდენიმე ბიჭი იყო შეკრებილი ხიდზე, ერთი მათგანი ზემოთ იყო და გადადიოდა მოაჯირით ხიდზე, რა დროსაც ცალი ფეხი დაუცდა და გადავარდა. დანარჩენები ერთმანეთს ეხვეწებოდნენ გაიხადე და გადახტიო, მაგრამ ბოლოს ყველა გაიქცა”, – განაცხადა თვითმხილველმა

იხილე მეტი