სიახლე 

როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან 8 01 19

რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციის მიზნით, ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭანტურია გვესაუბრა. მისი განცხადებით ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება, ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხოლო შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის დროს, როგორც ნინო ჭანტურიამ განაცხადა, პაციენტმა აუცილებლად ექიმს დროულად უნდა მიმართოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული ფოთელი მოსწავლე გახდა 8 01 19

ინტელექტუალურ კონკურს “ვისდამი”-ის 2018 წლის სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული ფოთელი გიორგი სანიკიძე გახდა. ის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეა. გიორგი სანიკიძემ სეზონის წარმატებული მოსწავლის წოდება ისტორიის საგანში მოიპოვა. “ვისდამი” წარმოადგენს ერთადერთ ინტელექტუალურ კონკურსს საქართველოში, რომელიც ემსახურება ინოვაციური გზებით ნიჭიერი და განათლებული მოსწავლების წარმოჩენას, მათ პიროვნულ განვითარებასა და ცოდნის საზღვრების გაფართოებას

იხილე მეტი
სიახლე 

ივენთ-კომპანია “ბრავოს” კონცერტი ფოთში 8 01 19

კალათბურთის დარბაზში, ივენთ კომპანია „ბრავოს“ ორგანიზებით საბავშვო საახალწლო კონცერტი გაიმართა.ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა საესტრადო სტუდიებმა, მუსიკალური ნომრებით გაფორმებული წარმოდგენა „საშობაო ზღაპარი“ შეასრულეს . დარბაზში ჯადოსნური გარემოს შექმნაზე, დიზაინერმა მარინა კვაჭაძემ იზრუნა. აღნიშნული ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა 8 01 19

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. შეგახსენებთ, 6 იანვარს კლინიკაში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ლაბორატორიული გამოკვლევით გარდაცვლილი H1N1 ვირუსით არ იყო ინფიცირებული. მისი თქმით ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ენკი-ბენკი”-ს საახალწლო კონცერტი ფოთში 07 01 19

ფოთის სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითმა ჯგუფმა, მორიგი საახალწლო კონცერტი გამართა.ფოლკლორის ცენტრის დარბაზში მაყურებლის წინაშე საესტრადო სტუდიები „ენკი-ბენკი“ და „მელოდია“ გამოვიდნენ. მათ ერთსაათიანი მრავალფეროვანი შოუ-პროგრამა წარმოადგინეს და სხვადასვხა სახალისო მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ქალაქში საახალწლო ღონისძიებები 20 იანვრამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი