სიახლე 

ფოთში ოპოზიციამ სტადიონის მშენებლობის გაჭიანურება გააპროტესტა 28 01 19

ფოთში, ოპოზიციამ ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაჭიანურება გააპროტესტა. „ნაციოალური მოძრაობის“ წარმომადგენელის განცხადებით, სტადიონის რეაბილიტაციას ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულ კომპანიას ხელისუფლება მფარველობს და თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ფოთის მერიაში ,,ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს არ ეთანხმებიან. როგორც საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვასილ თოდუა აცხადებს, „ელიტა ბურჯი“ ამ საკითხის გადაწყვეტას სერიოზულად შეუდგა და სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება. ცნობისათვის, სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიაშალა. კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა აიღეს , თუმცა ტენდერით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ამჯერად, ქალაქის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკემ, დიანა ლომაიამ პირველი ადგილი მოიპოვა 28 01 19

თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. სადაც ფოთელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. 7 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით პირველი ადგილი დიანა ლომაიამ დაიკავა. მე-3 საპრიზო ადგილი კი ელენე წოწონავას ერგო. როგორც, ფოთის საჭადრაკო სკოლაში აღნიშნეს, დიანა ლომაიამ, ბრწყინვალედ იასპარეზა და ამ გამარჯვებით 16 წლამდე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მორიგი კონფერენცია გაიმართა 28 01 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სამეცნიერო მორიგი კონფერენცია გაიმართა თემაზე: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“. სადაც შუა საუკუნეების ფილოსოფიის მნიშვნელოვანი კონცეფციები და ტრადიციები, ქრისტიანული, ებრაული და ისლამური რელიგიისა და კულტურის კონტექსტში განიხილეს. კონფერენციაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის შესახებ იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება ნეტარი ავგუსტინეს აზროვნებას დაეთმო. კონფერენციაზე უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ასევე დეკანოზი ილია ლომაია და მღვდელი დავით ლომთძე მოხსენებით გამოვიდნენ, რომელიც დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში, საკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდა 28 01 19

26-27 იანვარს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები მე-4 და მე-5 მოზარდთა კატეგორიებზე. ტურნირში მონაწილეობდა სამეგრელოსა და გურიის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 60-მდე მოჭადრაკე. ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ მედლები და დიპლომები. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეები დამატებით დაჯილდოვდნენ თასებით. საბოლოო შედეგები: IV კატეგორიაზე: I – ლუკა მახარაძე, II – იოსებ შამათავა, III – თამარ ასათიანი. V კატეგორიაზე: I – ნიკა კემულარია, II – ნიკოლოზ ბარამიძე, III – ავთანდილ სალაყაია. 17 მოჭადრაკემ შეასრულა V მოზარდთა კატეგორიის 1 ბალი, ხოლო 3 მოჭადრაკემ კი IV მოზარდთა კატეგორიის 1…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრებმა ნაბადაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს 25 01 19

ფოთის საკრებულოს წევრებმა ნაბადის უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს. ისინი ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესს. შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, ძლიერი ქარის შედეგად ქალაქში საცხოვრებელი სახლები და ობიექტები დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 17 საცხოვრებელი სახლი, ახალი სახურავით დაიფარება, ხოლო ხუთ შენობაზე არსებული საფარი ნაწილობრივ შეიცვლება. საკრებულოს წევრებმა ნაბადის უბანში მდებარე მე-11 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაც მოინახულეს, სადაც გადახურვის სამუშაოები თანამედროვე ევროპული ხარისხის მასალებით მიმდინარეობს.ბაღის დირექტორის თქმით, სახურავის პრობლემა მათ წლებია აწუხებდათ და სტიქიამ შენობის საფარი უფრო მეტად დააზიანა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და ობიექტების სახურავების რეაბილიტაციას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 25 01 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე, 25 იანვარს მოღრულული ამნიდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 +14, ღამით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება. 26 იანვარს სინოპტიკოსების ვარაუდით უნალექო ამინდი იქნება. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15, ღამით +8+10 გრადუსია მოსალოდნელი. 27 იანვარს დღისით უმეტესად უნალექო ამინდს ელოდეიან, ღამით კი დროგამოშვებით იწვიმებს. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ სიჩქარით დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 +14, ღამის საათებში +7 +9 გრადუსი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ფაზისის“ აკადემიის შეხვედრა ფოთში 25 01 19

ფოთში „ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.აკადემიის წევრები ამჯერად განსხვავებულ სივრცეში, ფოთის არქივის ახალ შენობაში შეიკრიბნენ და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. “ფაზისის” აკადემია 40 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს. აკადემიის წარმომადგენლები სხდომას ყოველი თვის ბოლო რიცხვებში მართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრებმა წმ. პანტელეიმონის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულეს 24 01 19

ფოთის საკრებულოს წევრებმა, დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულეს.ცნობისათვის, ნაბადის უბანში, სარსანიას ქუჩაზე ეკლესიის აგება 2009 წელს დიწყო, თუმცა უსახსრობის გამო მშენებლობის პროცესი დღემდე შეჩერებულია. მიმდინარე წლის 23 იანვარს საკრებულოს სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც ტაძის გადახურვას მოხმარდება. ტაძრის ეზოში უკვე მეექვსე წელია წმინდა პანტელეიმონის სახელობის სამლოცველო ფუნქციონირებს, სადაც საღვთო მსხაურებას მამა დავითი ატარებს. ის იმედოვნებს, რომ ღვთის ნებით ტაძარის მშენბლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ 24 01 19

ფოთის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის მხრიდან, აღმასრულებელი რგოლის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ სხდომაზე, 2019წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის სკითხის განხილვას, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციური ფრთის მტკიცებით ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება და ამით მოსახლეობა ზარალდება. მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალები იხილეტ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ 24 01 19

დღეს ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო სკოლის მოედანი დაათვალიერეს. ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის გიორგი რევაზიშვილის განცხადებით, ქართული ფეხბურთი წლებია აქ გაზრდილი ფეხბურთელებით საზრდოობს და აუცილებელია ფოთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი ჰქონდეს. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ფოთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა.ის სკოლის მწვრთნელებსა და მოსწავლეებს შეხვდა და განაცხადა, რომ ფედერაცია უახლოეს მომავალში, სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მოედნის ახალი საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

იხილე მეტი