სიახლე 

ყოფილი ჰიდრომელიორაციული შენობის რეაბილიტაციისთვის საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს 26 03 19

ქალაქის ცენტრში, ყოფილი ჰიდრო მელიორაციული ტექნიკუმის შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ფოთის მერმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, შენობის იერსახის აღდგენისა და იქ სასწავლებლის განთავსების საკითხზე ისაუბრა. თავის მხრივ, ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის უფროსმა, ნიკოლოზ ზაზუნიშვილმა, ისტორიული მნიშვნელობის შენობის აღდგენის საკითხში, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სპეციალისტის თქმით, ძირითადი კონსტრუქციები შენარჩუნებულია, რომელიც საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, არსებული მდგომარეობა შენობის სარეაბილიტაციოდ და პროექტირებისათვის ტექნიკური დავალების შედგენის საშუალებას იძლევა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის III საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, თემაზე, “მოდით გავიცნოთ ევროპა” 26 03 19

„მოდით გავიცნოთ ევროპა“ – ასე უწოდეს VIბ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებას, რომელიც ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდა. ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იყო, „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ . მოსწავლეებმა ევრო კავშირის წევრი ქვეყნები თავისი ტრადიციებით და დროშებით სათითაოდ წარადგინეს მაყურებლის წინაშე. საქართველო კი სიმბოლურად, ევრო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინ უძღოდა კონკურსი თემაზე – “ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ”. კონკურსი -”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” პროექტის – ”100 ლექცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ” ფარგლებში გაიმართა, რომელიც აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. ცნობისთვის, პროექტში საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ქართველი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა 25 03 19

,,მათი სიკვდილის მიზეზს სიცოცხლე ერქვა” – ამ სახელწოდებით გამართული ღონისძიება აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. საღამო 1921 წლიდან დაწყებული აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და ოსეთის ომში, ბრძოლის ველზე დაცემული ქართველი ვაჟკაცების ხსოვნას მიეძღვნა. მუსიკალურ ლიტერატურული საღამო მუსიკის მასწავლებლის, მზია ადამიას ორგანიზატორობით გაიმართა, სადაც მე-4-დან მე-10-ე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა სიმბოლურად შექმნილი მავთულხლართები საერთო ძალისხმევით დაანგრიეს. ღონისძიებას მერიის წარმომადგენლები და დევნილთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მუშა ჯგუფის შეხვედრა 25 03 19

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მალთაყვის სანაპიროს სამკურნალო პოტენციალის შემსწავლელი ჯგუფის, პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მეცინიერებათა დოქტორი, პროფესორი შუქრი თავართქილაძე ესწრებოდა. მან ვრცლად ისაუბრა მაგნიტური ქვიშის უნიკალურობაზე და ამ მიმართულებით ჩატარებულ არაერთ კვლევაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტი მოიძიებს თანხას, რათა მოხდეს ზღვისპირა 3 კმ სანაპირო ზოლის მაგნიტური ველის გამოკვლევა, შესაბამისი სინჯების აღება, ლითოლოგიური და მინერალოგიური ანალიზების ჩასატარებლად. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მაგნიტური ქვიშის არსებობის დადგენის შემთხევაში, ფოთი სამკურნალო კურორტის მნიშვნელობას შეიძენს და ტურისტების დიდ ნაკადს მოიზიდავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს 25 03 19

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლაშა ხოჯავამ გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვა. როგორც ის ჰყვება, დილით ზღვაზე შეშის მოსაგროვებლად იყო წასული, ნაპირზე გამორიყული კუ შენიშნა, რომელიც არ მოძრაობდა. 70 კლიოგრამამდე წონის რეპტილია ხელის ურიკით სახლამდე მიიყვანა და ბათუმის დელფინარიუმს დაუკავშირდა. ლაშა ხოჯავა სამი შვილის მამაა. უმცროსს, 8 თვის ჩვილს, ჯამრთელობის პრობლემა შეექმნა. ის მწვავე პნევმონიის დიაგნოზით ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ექიმებმა მისი გადარჩენა სასწაულებრივად შესძლეს. როგორც ლაშა ხოჯავა ამბობს, ძალიან სჭირდება ფინანსური დახმარება, სწორედ ამ მიზეზით დარეკა დელფინარიუმში, თუმცა თანხის გადახდაზე რომ მივიდა საქმე, კუს წაყვანაზე უარი…

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში 25 03 19

ხმაური იყო დღეს ფოთის აგრარულ ბაზარში. შინაური ფრინველების რეალიზატორებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია ადგილის დატოვებას სთხოვს, რადგან ფრინველების ამ ფორმით ვაჭრობა სტანდარტებს არ შეესაბამება. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათი თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. „გვეუბნებიან გადით აქედან და სადღაც ჩიხში გვთავაზობენ გადასვლას, სადაც ვაჭრობა შეუძლებელია, ფრინველი ღია სივრცეში უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა აღდგომამდე დაგვრთონ ნება აქ ვაჭრობის, შემდეგ დროებით გადავალთ იქ სადაც გვეტყვიან და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისევ უკან დავბრუნდებით“ _ განაცხადა მარიამ კუპრავამ. აღნიშნულთან დაკავშირებით ბაზრის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 25 03 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უნივერსიტეტის პროფესორებმა ორი ახალი წიგნი: მიტროპოლიტი კალისტე უეარის „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“ და კრებული – „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და ამ წიგნების გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციას ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი