სიახლე 

ფოთში, 8 აპრილის ჩათვლით თბილი ამინდებია მოსალოდნელი 04 04 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 8 აპრილის ჩათვლით უნალექო ამინდი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში მოსწავლეები მსახიობებს შეხვდნენ 04 04 19

ფოთის თეატრს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი და საბავშვო წარმოდგენის ,,ბრემენელი მუსიკოსების“ შემოქმედებითი ჯგუფი შეხვდნენ. რამაზ იოსელიანმა პატარებს თეატრის „შიდა სამზარეულოს საიდუმლოებები“ გააცნო და არტისტების მუშაობის პროცესზე ესაუბრა. ბავშვები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიქმნა „ბრემენელი მუსიკოსების“ სპექტაკლი. რეჟისორს ვახტანგ ნიკოლავას და მსახიობებს, ბევრი საინტერესო და დამაბნეველი კითხვები დაუსვეს. მსგავსი სახის შეხვედრები ფოთის თეატრში პერიოდულად იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს, ბავშვების თეტრით დაინტერესებას, რომ პატარებმა სცენიდან გაიცნონ ის პერსონაჟები, რომლებსაც ინტერნეტით ან ტელევიზიით იცნობენ. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა მსახობებს, „ბრემენელ მუსიკოსებზე“ მათ მიერ შექმნილი ფერადი ნახატები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-2 სკოლის დირექტორს საიუბილეო თარიღს ულოცავენ 04 04 19

ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით დაარსებულ, ფოთის მეორე საჯარო სკოლას 1990 წლიდან ქალბატონი მზია ბახტაძე ხელმძღვანელობს. ის დღეს იუბილარია, მას 70 წელი შეუსრულდა. მზია ბახტაძე ღირსების ორდენის კავალერი, ფოთის საპატიო მოქალაქე და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია, თუმცა საკუთარ მიღწევებზე საუბარი არ უყვარს, რადგან თვლის, რომ ადამიანმა თავისი საქმე ჩუმად და უხმაუროდ უნდა აკეთოს. პროფესიით ქიმიკოსი, 40 წელზე მეტია მოსწავლეებს ამ მეცნიერებას ასწავლის. ამბობს, რომ გაკვეთილების ჩატარება და ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში ახალი აქცია დაიწყო 04 04 19

საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდა, ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას, მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან. ბოლო აქციით, რომელიც 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა და ძველი დოკუმენტი ახალი ელექტრონული მოწმობით შეცვალა. დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.

იხილე მეტი