სიახლე 

ფოთის მერი მოჭადრაკე ელენე წოწონავას შეხვდა 05 04 19

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ს მოჭადრაკეს, ელენე წოწონავას, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა. მას მორიგი წარმატება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ 13 წლის ელენე წოწონავა, 20 წლამდე გოგონათა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა. შეჯიბრება თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა. ელენე პირველი მოჭადრაკეა, რომელმაც ამ ასაკში, 20 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო. ელენემ ამ გამარჯვებით მსოფლიოს ახალგაზრდული (20 წლის მოჭადრაკეთა შორის) ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 14-26 ოქტომბერს ინდოეთში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორის” სტუმრები არიან ფოთის საჭადრაკო კლუბის წარმომადგენლები 05 04 19

,,კურსორის” სტუმარია, საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს დირექტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი დავით კოდუა და საქართველოს ჩემპიონი ოც წლამდე გოგონათა შორის, ეროვნული ოსტატი, ელენე წოწონავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში 20 წლამდე გოგონათა შორის 13 წლის ელენემ მოიპოვა ჩემპიონობა, რაც მწვრთნელების თქმით სენსაციური გამარჯვებაა. სტუდიის სტუმრებმა საჭადრაკო სკოლის მიღწევებზე და ასევე, პრობლემებზე ისაუბრეს.

იხილე მეტი