სიახლე 

ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოში 25 04 19

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე, მერის ანგარიშის მოსმენამ ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხდომის მიმდინარეობის რამდენჯერმე შეჩერების მიზეზი გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ მმართველი გუნდი არაპროფესიონალიზმში და კორუფციაში დაადანაშაულეს. ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ ოპოზიციის ბრალდებებს, უსაფუძვლო უწოდა

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის პარკში დედამიწის დღე აღნიშნეს 24 04 19

კოლხეთის ეროვნულ პარკში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხა აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებები, კოლხეთის ეროვნული პარკის „ნორჩი ელჩების“, რეინჯერების, ქალაქის საჯარო სკოლების, ეკოკლუბებისა და კოლხეთის მოხალისეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. დედამიწის კვირეული პრეზენტაციით გაიხსნა, სადაც ნაჩვენები იქნა დოკუმენტური მასალა და ვიდეორგოლები, პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილებზე. მოსწავლეებმა კოლხეთის ადმინისტრაციულ ეზოში რელიქტური ლაფნის ნერგები დარგეს. დასასრულს, ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აღნიშნული აქტივობები მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ევროპის ვიცეჩემპიონები ჩემპიონატს აფასებენ 24 04 19

ევროპის ვიცე-ჩემპიონები სამბოში, ჯაბა თურქია და ვიტალი ქაქუთია, მწვრთნელთან კოტე ხუბუტიასთან ერთად, კვიპროსში ჩატარებული შეჯიბრების დეტალებს იხსენებენ. როგორც კოტე ხუბუტია ამბობს, ქაქუთიასთვის ეს ასპარეზი დებიუტი იყო და მოპოვებული ვერცხლის მედალი საკმაოდ დიდი წარმატებაა. ხოლო რაც შეეხება თურქიას, ხუბუტიას თქმით, მას თავისუფლად შეეძლო პირველი ადგილი დაეკავებინა, თუმცა მსაჯების სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.

იხილე მეტი
სიახლე 

იმუნიზაციის კვირეული ფოთის საბავშვო ბაღებში 24 04 19

ფოთის N15 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნაბადის უბნის სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლები და მედ. პერსონალი ესწრებოდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ზინაიდა გაგუამ მასწავლებლებს წითელასა და სხვა გადამდები დაავადებების ვაქცინაციისაკენ მოუწოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი ,,ქველმოქმედი 2015″-ისა და ,,არტ გალერეა -34″-ის ერთობლივი ღონისძიება 23 04 19

ფონდი ,ქველმოქმედი 2015″-ისა და ,,არტ გალერეა -34″-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ხელნაკეთი ნივთების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საკუთარი ნამუშევრები მოწვეულ სტუმრებს, ბავშთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა და უსუნათლოთა კავშირის წევრებმა წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქველმოქმედის“ ინიციატივით ფრანგული ქარგვის ე.წ.კანვის, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების შემსწავლელი უფასო სასწავლო ცენტრი, „არტ გალერეა-34″-ში დაახლოებით ორითვეა რაც ფუნქციონირებს.სადაც მსურველებს, ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ოთხი მოხალისე პედაგოგი, უტარებს. ღონისძიებას მუსიკალურად, ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლე ლიკა ცაავა აფორმებდა. ფონდი „ქველმოქმედი“ სააღდგომოდ 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვებითა და სეზონის შესაბამისი სამოსით უზრუნველყოფს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა 23 04 19

ფოთში, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა, ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა დამონტაჟება, ეტაპობრივად განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 500 ათასი ლარი დაიხარჯება. როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, წელს 200 ათასი ლარის ათვისებაა დაგეგმილი, ხოლო, თუ რომელი უბნებიდან დაიწყება ეს სამუშაოები, უახლოეს დეებში გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

გაეროს მოდელირების საგაზაფხულო სესია ფოთში 23 04 19

ფოთში, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის კონფერენცია ჩატარდა. დელეგატებმა, ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ არსებულ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს, მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება და სამომავლო გეგმები დასახეს. კონფერენცია, ფოთის გაეროს მოდელირების მთავარმა ორგანიზატორმა, მარიამ ღვანიამ გახსნა. საგაზაფხულო სესია სამი დღე გაგრძელდა, მას რეგიონიდან ჩამოსული დელეგატებიც ესრებოდნენ. ფოთში, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის კონფერენცია პირველად შარშან ჩატარდა. მისი მიზანია, არაფორმალური განათლების გზით ჩართოს ნიჭიერი ახალგაზრდობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა გამოფენა 23 04 19

კერამიკული პანოები, გრაგნილები, თიხაში შესრულებილი შოთა რუსთველის გამოსახულებები,თექის ხელნაკეთი წიგნები და ანანბანური პორტრეტი_ ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნამუშევრების, რომლებიც საგამფენო დარბაზში, სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა სამხატვრო სასწავლებლის სტუდიამ წარმოადგინა. სამხატვრო სასწავლებლის აღსაზრდელების და მასწავლებლებლების ერთობლივი გამოფენა, დედაენის დღეს და მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.

იხილე მეტი