სიახლე 

ფოთის კოლხეთი 1913-მა გამარჯვება მოიპოვა 17 05 19

ფოთში, „პარკი არენას“ სტადიონზე ეროვნული ლიგა ორის მე-11 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი 1913“ და საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ შეხვდნენ. თამაში ფოთელთა უპირატესობით წარიმართა. ნიკა კირკიტაძეს და დათო დარციმელიას მიერ გატანილმა გოლებმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. შეხვედრა ფოთელი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამ თამაშის შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ ჯამში ექვსი ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას ფოთის „კოლხეთი 1913“ 21 მაისს ლანჩხუთში „გურიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გიგა მაქარაშვილმა მსვლელობა მოაწყო 17 05 19

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ფოთში მსვლელობა მოაწყო. მას ახალგაზრდული ორგანიზაციის „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ წევრები შეუერთდნენ. როგორც გიგა მაქარაშვილმა „აიპრესთან“ განაცხადა, მსვლელობა „დამოუკიდებლობის მარში“, რომელიც 9 აპრილს გორიდან დაიწყო, 26 მაისს მესტიაში დასრულდება, სადაც რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად, საქართველოს დროშას აღმართვას. სამოქალაქო აქტივისტმა, აქცია მსვლელობა პირველად 2018 წელს მოაწყო. მან რუსი აგრესორის წინააღმდეგ აქცია თბილისიდან დაიწყო და 13 დღეში , სოხუმის დაცემის დღეს, ენგურის ხიდთან დაასრულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება 17 05 19

19 მაისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლს, სახელწოდებით „მომკალ, მომკალ“ წარმოადგენს. სპექტაკლი ორი მეზობლის, ხანდაზმული ქვრივი ქალბატონების მარტოობის და გაუცხოების პრობლემას მოგვითხრობს. რეჟისორი მწარე სარკაზმით, ტკივილნარევი იუმორით გვაჩვენებს, თუ როგორი რთულია სიმარტოვე და ყურადღების ნაკლებობა საზოგადოებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიეს. სპექტაკლზე მუშაობენ მსახიობები: ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა. მხატვარი ანანო დოლიძეა, ტექნიკური რეჟისორი ეკა კულუა.

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება ფოთის მესამე საჯარო სკოლაში 17 05 19

ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლაში STEM-ის საგნებში ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში მოეწყო. მოსწავლეებმა ბიოლოგიასა და ფიზიკაში, ხელნაკეთი ხელსაწყოები წარმოადგინეს, ასევე ქიმიური ექსპერიმენტების ჩვენება გამართეს. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრით პირველი დ-ე კლასისი აღსაზრდელები გამოვიდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, სკოლის მიზანია სტემის საგნების გაძლიერებული სწავლება, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მიღებული გამოცდილების რეალიზება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან 17 05 19

ფოთის ზურაბ სასანიას სახელობის მოკრივეთა კლუბ „ლიდერი“-ს და კრივის სასპორტო სკოლის ბაზაზე საქართველოს 16 წლამდე ჭაბუკთა ნაკრები გუნდი, ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ვარჯიშობს. ამჟამად ფოთში მოსამზადებელი ბოლო დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი მოკრივე სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზებს, რომელთა შორის სამი ფოთელი სპორტსმენია. ევროპის ჩემპიონატი 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით რუმინეთის ქალაქ გალატაში გაიმართება, სადაც 37 ქვეყნის 305 მოკრივე იბრძოლებს.

იხილე მეტი