სიახლე 

ფოთში მალანიას სტადიონის რეაბილიტაცია იწყება 26 06 19

ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხელოვნური საფარის დაგება და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ივნისის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სატელეფონო ხაზზე დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყება და ფოთის საფეხბურთო სკოლას, სტანდარტებთან შესაბამისი ორი სავარჯიშო მოედანი ექნება. შეგახსენებთ, ოქტომბრის თვეში, ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. პრობლემების გამო ფოთის საფეხბურთო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე სხვა რაიონში გადავიდა სათამაშოდ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი – ევროპული კარიბჭე 26 06 19

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოფენა სახელწოდებით – „ფოთი – ევროპული კარიბჭე” გაიმართა, სადაც წარმოდგენილი ოყო საბჭოთა პერიოდში სამეგრელოში მოღვაწე ცნობილ პირთა საინტერესო ფოტო მასალა, მათი ბიოგრაფიული მონაცემები. სტუმრები სამეგრელოს და მათ შორის ფოთის იმჟამინდელი თვითმმართველობების საინტერესო გადაწყვეტილებებს გაეცნენ. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. გამოფენა კამპანია “ძალა ევროპაშიას” ფარგლებში მოეწყო. ისტორიის ამსახველი ფოტო მასალის ხილვა, ფოთის ბიბლიოთეკაში სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. დეტალები იხილეთ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს ვახტანგ დარცმელიძემ ბოიკოტი გამოუცხადა 26 06 19

ფოთში, საკრებულოს სხდომა ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა საკრებულოში, ვახტანგ დარცმელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან განაცხადა, ვიდრე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სხდომებს არ დაესწრება. საკრებულოს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ორივე პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების პროვოცირება მოახდინეს. სხდომის დასასრულს, „ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით ფოთი ზღვის სეზონს, წელსაც მოუმზადებელი შეხვდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს და იძულებულნი არიან სხვა ქალაქში გაემგზავრონ.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალურად დაუცველი გივი მალანია დახმარებას ითხოვს 25 06 19

ფოთში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი გივი მალანია დახმარებას ითხოვს. ყოფილი მეზღვაური დღეს ამბობს, რომ მისი შემოსავლის ერთად-ერთი წყარო 60 ლარიანი სოციალური დახმარება და მეთევზეობაა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის და დღესდღეობით არ მუშაობს. 61 წლის გივი მალანია, უკვე 6 წელია სამსახურის გარეშეა. სახლი სადაც ცხოვრობს, ავარიულია: სახურავიდან წყალი ატანს, დაზიანებულია ფანჯრები და აივანი. რის გამოც, ის ქალაქის თვითმმართველობას დახმარებას სთხოვს, როგორც თავად ამბობს, შესაბამისი სამსახურები რეაგირაბას არ ახდენენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მუნიციპალიტეტის უფროსს ვესაუბრეთ. უწყებაში განაცხადეს, რომ მოქალაქეს მათთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. მათივე თქმით, თუ პიროვნება შესაბამის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრს თოჯინების თეატრი ეწვია 25 06 19

„საქართველო“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ფოთის თეატრის სცენაზე, თბილისის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრმა წარმოადგინა. ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში, ყვავის და ვირის საქართველოში მოგზაურობის ამბავია მოთხრობილი. მაყურებელმა ხელებით გადმოსცემული ჩვენი ქვეყნის მრავლისმომცველი ისტორია დადებითად მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლეჯ ფაზისში IT სპეციალობაში ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდა 25 06 19

დღეს, ფოთის სსიპ კოლეჯ „ფაზისში“ IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ინიციატივით მე-2 სტუდენტური ოლიმპიადის ფინალური ტური, IT მხარდამჭერის სპეციალობაში ჩატარდა. ფინალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14 პროფესიული კოლეჯის 39-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ტური ორ ქალაქში, ფოთსა და თბილისში ერთდროულად მიმდინარეობდა. დღის ბოლოს გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ოლიმპიადის ჩატარების მიზანია პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და დამსაქმებლის ჩართვის გაძლიერება პროფესიული განათლების სფეროში. კოლეჯის დირექტორის თქმით, პარტნიორი კომპანიები, მათ შორის „ეი პი ემ ტერმინალს ფოთი“, უზრუნველყოფენ ოლიმპიადაში მონაწილე წარმატებული სტუდენტების ფასიან სტაჟირებას. კოლეჯში ახალი სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაგეგმილია 5 პროფესიული დარგის დამატება. ივლისის თვეში…

იხილე მეტი
სიახლე 

ზეიმი ფოთის მე-9 ბაღში 25 06 19

დღეს, ფოთის მე-8 და მე-9 სააღმზრდელო დაწესებულებამ პატარები საზეიმოდ გააცილა. ფოთის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის მიწურულს, გამოსაშვები ღონისძიებები იმართება. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თეატრალური წარმოდგენებით, ლექსების მხატვრული კითხვითა და სიმღერებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. საზეიმო კონცერტს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. სტუმრებმა საბავშვო ბაღის კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადეს და პატარებს სკოლისკენ მიმავალ გზაზე წარმატებები უსურვეს. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 ივლისს დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოსწავლეებმა უშუში წარმატებას მიაღწიეს 24 06 19

ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში უშუ კუნგფუს მე-8 მსოფლიო ჩემპიონატზე, ფოთელმა სპორტსმენებმა, საბა გოგიამ და სოფიკო აფხაზავამ წარმატებით იასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ჩემპიონატზე 50 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების 11 სპორტსმენი. ქალაქ ფოთის მერი მოადგილესთან ერთად გამარჯვბებულ სპორტსმენებს შეხვდა. მათ გამარჯვება მიულოცა და მწვრთნელს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მერმა ჩემპიონებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ფოთელი სპორტსმენები ამჟამად თბილისში უშუ კუნგფუს კლუბში გადიან წვრთნებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფეხბურთში სამეგრელო ზემოსვანეთის ჩემპიონატი გაიმართა 24 06 19

ფოთში, ე.წ. მალანიას სტადიონზე, სამეგრელო ზემო – სვანეთის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი 2007 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა. ერთმანეთს ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდი და მარტვილის დინამო აკადემია დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის დასაწყისში, ფოთელებმა თამაში შეტევით დაიწყეს და შეძლეს 3 ბურთით დაწინაურება, თუმცა მარტვილის დინამომ თანდათან თამაშის სადავეები ხელში აიღო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი ისევ მარტვილელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი 5:3 დაწინაურდნენ. მატჩის ბოლოს გააქტიურებულმა ფოთელებმა მხოლოდ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლეს და საბოლოოდ მატჩი მარტვილის სასარგებლოდ ანგარიშით 5:4 დასრულდა. მარტვილის დინამო აკადემიის გუნდში 5 ფოთელი თამაშობს და მათგან ოთხმა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს თასის მეორე ეტაპი დასრულდა 24 06 19

ფოთში, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მდ. კაპარჭაზე, საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც გოგონათა და ვაჟთა გუნდები 1000, 1500 და 2000მ დისტანციაზე ასპარეზობდნენ. საქართველოს თასის მეორე ეტაპის გათამაშებაში, ქუთაისის, მცხეთის, აბაშისა და ფოთის სპორტული კლუბების 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საბოლოოდ ფოთელებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს. გამარჯვებული სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

იხილე მეტი