სიახლე 

ფოთში თეატრალური გაზეთი ,,კომედიანტები,, გამოიცა 12 07 19

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რამაზ იოსელიანის ინიციატივით თეატრის გაზეთი – ,,კომედიანტები“ დაიბეჭდა. მასში თეატრის ისტორიაა ასახული. პუბლიკაციებში დღევანდელი და ასევე სამომავლო გეგმების შესახებ არის მოთხრობილი. მკითხველს საშუალება აქვს შეიხედოს კულისებში და თითოეული მსახიობი უფრო ახლოს გაიცნოს. გაზეთი პერიოდულად 3 თვეში ერთხელ გამოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „ძალადობის ჯაჭვი“ – პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 12 07 19

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”-ის მობილიზატორი იამზე გორგოტაძე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე აქტიურ და წარმატებულ ქალბატონებს შეხვდა. შედგა გამარჯვებული პროექტის – “ძალადობის ჯაჭვი” პრეზენტაცია და პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ქალთა კლუბი, რომლის მიზანი ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, საკითხის ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს და შედგება 14 აქტივობისაგან. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ორგანიზაცია “BROT” -ის მიერ.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულ პარკში შემეცნებითი ტური მოეწყო 12 07 19

სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკში შემეცნებითი ტური მოეწყო, სადაც მოწაფეებს ეროვნული პარკის მნიშვნელობა გააცნეს, მიაწოდეს ინფორმაცია კოლხეთის დაბლობისათვის დამახისიათებელი ფლორისა და ფაუნის თავისებების, ასევე გადამფრენი ფრინველების მნიშვნელობის შესახებ. ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ივითარებენ ლიდერულ უნარჩვევებს, იუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას და ეცნობიან ამერიკელი თანატოლების ცხოვრების წესს. 15 ივლისიდან სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრში საზაფხულო აქტივობებში მოსწავლეების ახალი ნაკადი ჩაერთვება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქალაქთაშორისო ხაზზე მომუშავე ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ 12 07 19

დღეს ფოთიდან ყველა მიმართულებით, საქალაქთაშორისო რეისებზე მიკრო ავტობუსის მძღოლებმა მიმოსვლა შეაჩერეს. ცენტრალურ ავტოსადგურში, რომელიც გეგიძეს ქუჩაზე მდებარეობს, მიკრო ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახური, მძღოლებს, კერძო პირისგან იჯარით აღებული ავტოსადგურის, რეაბილიტაციას სთხოვს. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია დაეკისრებათ. როგორც მძღოლები თავად აცხადებენ, სარემონტო სამუშაოების დაწყებას არ გეგმავენ, ვინაიდან ავტოსადგურის ტერიტორია და შენობა მეპატრონემ უნდა მოაწესრიგოს. ავტოსადგურის ადმინისტრაცია, ხელისუფლების მხრიდან მათზე დაკისრებული მოვალეობის გაუქმებას ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვდა, სადაც თავიანთი ხარჯებით ახალ ავტოსადგურს ააშენებდნენ. მოგვიანებით, ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სააგენტო გრინვეი მუშაობას იწყებს 12 07 19

ფოთში სს ,,გრინვეი საქართველო“- ს საზაფხულო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „გრინვეი საქართველოს” ფოთის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს ესტუმრა. ისინი სამუშაო პროცესს გაეცნენ და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს. სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა,, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. მისი თქმით, სს „გრინვეი საქართველო“ 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ორთვიან უფასო სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს შეისწავლიან. კომპანიამ დარგის განვითარებაში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს მუსიკალური სპექტაკლით გახსნის 12 07 19

ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. ფოთის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს მუსიკალური სპექტაკლით გახსნის. თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა მუშაობა ახალ პროექტზე დაიწყო – მუსიკალური სპექტაკლი ,,ერთხელ საქართველოში“, წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კულტურული მახასიათებელი. როგორც პიესაშია ნაჩვენები, საქართველო თავისი კულტურით გამოირჩევა. მიუზიკლში ასახულია, თუ რას გრძნობს ადამიანი, როდესაც ,,ერთხელ საქართველოში“ მოხვდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში პეტრე პავლობის დღესასწაული აღნიშნეს 12 07 19

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. წმ. პეტრეს და პავლეს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. ქრისტეს მოწაფეთა შორის მათ თავმოციქულები ეწოდებათ. დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საზეიმო ლიტ​ურღია ფოთის საკათედრო ტაძარში აღავლინა. წმ. მოციქული პეტრე წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მიწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმ. პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს. წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა. ღვთის განგებით იგი…

იხილე მეტი