სიახლე 

ფოთში გეგმიური სამუშაოების გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება შეიზღუდება 26 07 19

„ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 28-29 ივლისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შიზღუდება. კერძოდ, 28 ივლისს ელექტრო ენერგია 11:00-დან 12:00 საათამდე ფარნავაზ მეფის, მშვიდობის, კოსტავას, ბერდიანსკის, ტექსილის და მიმდებარე ქუჩებს გაითიშება. ხოლო, 11:00-დან 17:00-მდე აღმაშენებლის, კლდიაშვილის, დუმბაძის, 9 აპრილის ხეივანს და მიმდებარე ქუჩებს. 29 ივლისს ელექტრო ენერგია 11:00-დან 18:00-მდე მონაკვეთში, 9 აპრილის ხეივანს, რუსთაველის რკალს, აკაკის, შავი ზღვის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებს მონაცვლეობით შეეზღუდება. სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 29 ივლისის ჩათვლით მცირე ნალექი დაფიქსირდება 26 07 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 29 ივლისის ჩათვლით უმნიშვნელო ნალექი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს. 27 ივლისს სინოპტიკოსების ცნობით ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მ/წ სიჩქარით დაქროლავს. ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24° +26°, ხოლო ღამით +19° +21° დაფიქსირდება. 28 ივლისს სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 6-11მ/წმ სიჩქარით. სინოპტიკოსები ზღვაზე 3 ბალიან ღელვას ელოდებიან. დაფიქსირდება ცვალებადი ღრუბლიანობა, დღის დასაწყისში უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22° +24°; ხოლო ღამით + 20° + 22° დაფიქსირდება. 29 ივლისს მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 5-10…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თეატრალური ფესტივალის დღეები გრძელდება 26 07 19

ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დღეს, მორიგი სპექტაკლი გაიმართა. ,,წერილი ღმერთს“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ანატოლი კრიმის ნაწარმოების მიხედვით, უკრაინის თეატრალურმა დასმა, ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დადგა. სპექტაკლის რეჟისორი გალინა პანიბრატეცია. სპექტაკლში, სადაც ორი მსახიობი თამაშობდა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ყოფითი თუ სოციალური პრობლემები. ადამიანთა ირონიული დამოკიდებულება საქმისადმი. სპექტაკლის დასასრულს ფესტივალის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ უკრაინელ მსახიობებს სერტიფიკატები გადასცა. ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი 14 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს საზეიმოდ დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება 26 07 19

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, მარათონი და პლაჟის თამაშები, ასევე დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებები ერთდროულად სამ ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, „ოქროს ტბაზე“ და მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება. უკვე მიმდინარეობს სამი ფოტოკონკურსი: „ჩემი შუქურა“, „მე და ჩემი ოჯახი“ და „ჩემი ბაღი სახლის წინ“. როგორც, „კეფალის ფესტივალის“ დამფუძნებელმა, ნანა ტაბიძემ განაცხადა, ეს იქნება აქტიური დასვენების დღე, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩართვა, ამასთან მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება. ასევე ფესტივალის მთავარი ღონისძიება იქნება, საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო თამაში, სახელწოდებით „არგო ქვესტი“. ნანა ტაბიძეს თქმით, ფესტივალის მიზანია ღია ცის ქვეშ…

იხილე მეტი