სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 31 07 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, წიგნის მორიგი პრეზენტაცია გაიმართა. გერმანელი პროფესორის, უდო რაინჰოლდ იეკის ნაშრომი – „ვახტანგ გორგასალი – ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ ქართველი მონარქის შესახებ მოგვითხრობს. ნარკვევი მიზნად ისახავს, მკითხველს, ვახტანგ გორგასლის ქრისტიანულ ფილოსოფიური აზროვნება აჩვენოს, რომელიც ისტორიკოს ჯუანშერის თხზულებას „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ და ქართული სამეფო ქრონიკების „ქართლის ცხოვრებას“ ეყრდნობა. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა, ინგლისურიდან გიორგი ხუროშვილმა თარგმნა, რომლის რედაქტორი მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ლალი ზაქარაძე და თენგიზ ირემაძეა. უდო რაინჰოლდ იეკი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. პროფესორი იეკი რამდენიმე წელია მუშაობს.

იხილე მეტი
სიახლე 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციულ ცენტრს ახლი შენობა აქვს 31 07 19

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ის საოფისე ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკითაა აღჭურვილი. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი შენობა მრავალი წლის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა და მას შემდეგ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა. ამ ეტაპზე, როგორც ზაურ აბურჯანიძემ განაცხადა, შენობის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 200 ათასი ლარი შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს ახორციელებს. მათ მოვალეობაში საკვები ობიექტების, აგრარული ბაზრისა და…

იხილე მეტი