სიახლე 

ფოთში, დარბაზ “დიადემაში”, საქველმოქმედო საღამო გაიმართა 19 08 19

საზაფხულო ტურნეს ფარგლებში დარბაზ დიადემაში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. სადაც მაყურებლის წინაშე გია სურამელაშვილი, შორენა იმნაძე და ტატო გაბელია წარსდგნენ. კონცერტი ჩვენი თანაქალაქელი 10წლის ლუკა გოგელიას დასასხმარებლად გაიმათა. ლუკა რამდენიმე წელიწადია, კეთილი ადამიანების თანადგომით მკურნალობს რბილი ქსოვილის სიმსივნეს და დღემდე საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას თურქეთის კლინიკაში. მის მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ მეურვე ბებიის გარდაცვალების შემდეგ, უმუშევრად მყოფი ბაბუა ვერ უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს. ლუკასა და მის მცირეწლოვან ძმას ბინის ქირის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებოდათ. საქველმოქმედო საღამო ფონდი ქველმოქმედი2015ის და Vm production ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ელექტროული მუსიკის ფესტივალი გაიმართა 17 08 19

ზაფხულის დღეებთან დაკავშირებით ცენტრალურ პარკში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. მაყურებელთა წინაშე Dj 3hyneeq 2საათიანი პროგრამით წარსდგა, და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს 16 08 19

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდ.კაპარჭას და პალიასტომის ტბის ჰიდროლოგიური რეჟიმის აღდგენა, რაც პირველ რიგში კაპარჭას 3700მ. ზოლის გასუფთავებას ითვალისწინებს, ფსკერის ნიშნულის დაყვანა 2-3 მეტრამდე მოხდება. მერიის მშენებლობის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, თემურ თოფურიამ თქვა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც მდ. კაპარჭას წყალგამტარიანობას, შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. მდ. კაპარჭაზე მიმდინარე პროცესებს მოქალაქეები დადებითად აფასებენ, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განმარტა, კაპარჭა სანიტარულ ფუნქციასაც ასრულებს და მისი ამოწმენდა სავალდებულოა, როგორც მდინარის არსებობისთვის, ასევე ქალაქისთვის. სამუშაოებს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 1…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ 15 08 19

შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ. ხელფასების მომატება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ მოთხოვნებისა, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ. დღეს მათ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. იგი ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანს უწოდებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს. შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” ადმინისტრაციას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს მედია კლუბმა ტრენინგი ჩაატარა 14 08 19

ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ტრენინგი გაიმართა. მას საქართველოს მედია-კლუბი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ახორციელებს, რომლის სახელწოდებაა ,,მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში”. ტრენინგზე მიმოიხილეს თვითმმართველობის უფლებამოსილებები და ბიუჯეტირების პროცესი, დეცენტრალიზაციის როლი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და მაგალითები. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა შეჭირვებულებს“ ჩამოყალიბდა 10 08 19

ფოთში, დარბაზ სამეფოში საქველმოქმედო ფონდის ,,თანადგომა შეჭირვებულებს’’ პრეზენტაცია შედგა, ფონდის დამაარსებელი ირმა გვალია გახლავთ. ფონდის შექმნა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მყოფი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. ირმა გვალიას განცხადებით ფონდი დიდი ხანია არსებობს მაგრამ ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. ფონდს მხარს უჭერენ ქართველი ემიგრანტებიც. იგეგმება საქველმოქმედო საღამოები ფოთის გარეთაც. ფონდი ,, თანადგომა შეჭირვებულებს’’ ამჟამად 58 შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოლხეთის ეროვნულ პარკში სახვითი ხელოვნების ფესტივალი დასრულდა 09 08 19

ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ეზოში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით ,,წელიწადის ოთხი დრო მეგობრობის პალიტრა “ დასრულდა. მასში ქართველი და უცხოელი მხატვრები მონაწილეობდნენ . ,,საერთაშორისო პლენერს საფუძველი წელს ჩაეყარა, ჩამოვიდნენ უცხოელი მხატვრები, მათ შორის 4 უკრაინიდან და 2 კი პოლონეთიდან . თითოეული მხატვრის ორი ნამუშევარი, ფერწერული ტილო ქალაქს საჩუქრად გადაეცა. ფესტივალი ფოთის მერიისა და კულტურის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა. იგი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 60-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 8 აგვისტოს დაღუპულებს პატივი მიაგეს 08 08 19

ფოთში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. დღესვე ფოთის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კაფე “ვენა” გაიხსნა 06 08 19

სიახლე ფოთში, ქალაქის ცენტრში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე , არომატული ყავისა და ექსკლუზიური კუპაჟის ჩაის მოყვარულთათვის გაიხსნა კაფე “ვენა”,რომელიც ავსტრიული სტილის კაფეების მსგავსადაა მოწყობილი. გახსნის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქის მერი, მოადგილეები, პროექტის არქიტექტორი და მოსახლეობა დაესწრნენ. ბოლოს კერძების და სასმელების დეგუსტაციაც გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-მა ქობულეთის “შუქურა” 2:1 დაამარცხა

ფოთის “პარკი არენაზე” ეროვნული ლიგა-2-ის მე-19 ტურის მატჩში ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი 1913” და ქობულეთის “შუქურა”დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი ფოთელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში დაძაბულობამ იმატა. მსაჯმა რამდენჯერმე გააფრთხილა ორივე გუნდის მოთამაშეები, ხოლო ფოთელი ფეხბურთელი კი მოედნიდან გააძევა, მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, ფოთელებმა მაინც შეძლეს გამარჯვება და საბოლოოდ ანგარიში 2:1 დაფიქსირდა. მომდევნო შეხვედრას “კოლხეთი 1913 ზედაეწერის სტადიონზე გამართვს, მისი მეტოქე საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” იქნება.

იხილე მეტი