სიახლე 

ფოთში მრავალფუნქციური ჰოსპიტალი აშენდება 01 08 19

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ფოსტის შენობის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში მხოლოდ კარკასი აშენდა. 90-ან წლებში კი, მერიის ადმინისტრაციის განთავსება გადაწყდა. მოგვიანებით, შენობის პრივატიზება მოხდა და კერძო პირმა შეიძინა. ახალმა მფლობელმა 2000-ან წლებში, ნუგზარ ჭედიას არქიტექტორობით ქალაქისთვის დამახასიათებელი, თუმცა გათანამედროვებული არქიტექტურული სტილის შენობა ააგო. მას შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ეს შენობა უფუნქციოდ დგას. კლინიკა „იკამედმა“ სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა, რომ 3200 კვადრატული მეტრი ფართის შენობა შეიძინა, სადაც მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კლინიკის დამფუძნებელს თენგიზ გიგიბერიას და მის გუნდს გავესაუბრეთ. ,,იკამედი ფოთის“ მთავარმა ექიმმა, გოჩა…

იხილე მეტი
სიახლე 

პარკირების პრობლემა ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 01 08 19

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსებთან ერთად მოქალაქეთა მანქანების პარკინგი ხდება, რის გამოც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მეტწილად შეუძლებელია. მოქალაქეების განცხადებით, ნახევრად ჩახერგილ გზებზე ავარიული სიტუაციები ხშირად იქმნება, რის გამოც ქუჩაზე გადასვლა რისკთან არის დაკავშირებული და შესაძლოა უბედური შემთხვევაც კი მოხდეს. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი თვლის რომ, საჭიროა პარკირების სასწრაფოდ მოწესრიგება, რადგან გადაადგილება, უსაფრთხო გახდეს, როგორც ავტომანქანის მძღოლებისთვის ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის

იხილე მეტი