სიახლე 

ფოთში ევროპელები ბაქრაძის ვიზიტისთვის ემზადებიან 20 09 18

ევროპული სქართველოს“ ფოთის საქალაქო ორგანიზაცია, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებს. შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი დუნდუას განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან და საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის პროგრამას აცნობენ. საპრეზიდენტო კანდიდატს ფოთში 26 სექტემბერს ელოდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი. 19 09 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი “ნაციონალები” არჩევნებისთვის ემზადებიან 19 09 18

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ფოთში პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია მმართველ გუნდს, არჩევნების გაყალების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით საუბნო საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კონფერენცია დასრულდა 19 09 18

„ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე _ „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში – რუსულ ევრაზიიზმის იდეა“. კონფერენცია ოფიციაურად გუშინ გაიხსნა. მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წევრები, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებზე და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგებზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფაროსანას ცივი შესხურების მეთოდით ებრძვიან 19 09 18

ფოთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ქალაქის ორმოცდაათამდე წერტილში ფერომონები დაამონტაჟა. აპარატურის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლის წინააღმდეგ, სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით, ცივი შესხურების მეთოდით შეწამვლა დღეს ქალაქში პირველად განხორციელდა და ეტაპობრივად გაგრძელდება. ამ დრომდე ფოთში შეწამვლა თერმული ნისლის ტეგნოლოგიით მიმდინარეობდა. მოზამთრე პერიოდის დაწყებამდე მავნებელ მწერთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან მათი გადაადგილება საცხოვრებელ სახლებსა და შენობა ნაგებობეში არ მოხდეს, გამოსაზამთრებლად. სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია სამეგრელოს, გურისს, აჭარისა და იმერეთის რეგიონები. შედეგად მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია.

იხილე მეტი
სიახლე 

აბაშაში სიმინდის მოსავლის აღება გრძელდება 18 09 18

აბაშის მუნიციპალიტეტში სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლისაღება მიმდინარეობს. გასული წლისგან განხსვავებით კულტურა აზიურმა ფაროსანამ ნაკლებად დააზიანა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, ამის მთავარი მიზეზი მავნებლის წინააღმდეგ  სწორად გატარებული ღონისძიებებია. სოფელ ტყვირის მოსახლეობა ამბობს, რომ ჩატარებული წამლობის შედეგად  ამ სეზონზე მოსავალი თითქმის სრულად აიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

კონფერენცია “ახალი საქართველოს უნივერსიტეტში”18 09 18

ფოთში ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა ,, „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში – რუსულ ევრაზიიზმის იდეა“ .მას სასულიერო პირები,პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტები, და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენცია ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო კონცერტი ფოთში 18 09 18

8 წლის ბექა ფიფიას მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კოლხეთის ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთა წინაშე კუბელი მომღერლები წარდგნენ. ღონისძიება ფონდი ,,ქველმოქმედი 2015“-ის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს 17 09 18

ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლების მსგავსად საბავშვო ბაღებშიც საზეიმოდ აღინიშნა. პატარები, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსმა, მარგო ჯანიაშვილმა მოინახულა და მათ წარმატება უსურვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო 17 09 18

დღეს ფოთში ახალი სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში განახლდა.პირველი ზარის დარეკვამდე სკოლებში საზეიმო შეხვედრა გაიმართა,სადაც წლის წარჩინებული მოსწავლეები და პედაგოგები დასახელდნენ. სკოლის დირექტორებმა მათ სერთიფიკატები და ჯილდოები გადასცეს.

იხილე მეტი