სიახლე 

რეგიონული თეატრების ფოთის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი 26 07 18

რეგიონული თეატრების ფოთის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი 21 ივლისს გაიხსნა , პირველი სპექტაკლი  მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა, ფესტივალი თეატრალურმა კომპანია „ორზუ არტმა“ სპექტაკ „მედეა გაძევებული“-თ გახსნა . სპექტაკლები უკვე 5 დღეა მიმდინარეობს და ის ფოთის თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ქალაქის სხვადასხვა ადგილას ტარდება. ფესტივალის ფარგლებში უკრაინის, ირანის, ინგლისის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონული თეატრების 16 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. გუშინ კი მალთაყვის ტყეპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი სპექტაკლი „პიკნიკი“, ფერნანდო არრაბალის პიესის მიხედვით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა გამართა. ფოთის რეგიონული თეტრების საერთაშორისო ფესტივალი 30 ივლისს დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

გავლენიანი პირები სასამართლო სისტემაში 25 07 18

რა ხდება როდესაც საქმეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მონაწილეობს? რატომ არ სრულდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ არასრულწლოვნის შესაძლო ცემის გამოძიება; პროკურატურა არც საჯარო ინფორმაციას გვაწვდის და არც ინტერვიუს გვითანხმებს; იურისტები გიორგი მიქაუტაძის მიმართ გამოძიების ლოალურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ; გავლენიანი პირები სასამართლო სისტემაში.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან 25 07 18

ციტრუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფერმერების, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, ქვეყანაში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანასგან დასაცავად შესაბამის მოვლას საჭიროებს.აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე ციტრუსის მოვლის პროცედურებზე გვესაუბრება. სპეციალისტის თქმით, საჭიროა ციტრუსი ზედმეტი ყვავილებისგანაც გათავისუფლდეს, რაც მცენარის მსხმოიარობაზეც აისახება და ფერმერს გაცილებით მეტი შემოსავალის მიღების საშუალებასაც მისცემს. მისი თქმით, არასწორ დროს წამლობას კულტურის განადგურება შეუძლია. სპეციალისტი ხაზს პრეპარატების გამოყენებისას დოზირების ზუსტ დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას.აგრონომის განმარტებით, ციტრუსის ბაღში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კომბინირებული წამლობების ჩატარება საუკეთესო მეთოდია, რომელიც ფერმერს დროსა და ენერგიას დაუზოგავს.

იხილე მეტი
სიახლე 

სეს ხორბალში აღმოჩენილი მავნებელი აზიური ფაროსანა არაა 25 07 18

ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ნიკა მესხის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარცვლოვანი კულტურისთვის ცნობილ მავნებელთან – კუსებურასთან, რომლის კონტროლიც საკმაოდ მარტივია და საშიშროებას არ წარმოადგენს.კახეთიდან შემოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანას არსებობის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთში ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.  ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე გადაამოწმეს.ნიკა მესხი აღნიშნავს, იმასაც რომ აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი არ გაფართოებულა და მავნებელი ამ ეტაპზე, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში აქტიურობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ნიკა მესხი – პრობლემურია პრეპარატებისადმი უნდობლობა 25 07 18

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება პრეპარატებისადმი ფერმერთა ნაწილის უნდობლობა გახდეს.ნიკა მესხის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მისი გამოყენება სახიფათოა. სპეციალისტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოქმედი ნივთიერებები სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ საქართველოში 2000 წლიდან გამოიყენება, კონკრეტულ შემთხვევაში კი უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.ნიკა მესხი აქვე ფერმერებს წამლობისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს ახსენებს.

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ფოთში 24 07 18

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობა მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. დღეს მათ საავტომობილო გზა გადაკატეს, მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. ადგილობრივების თქმით, მათ დასახლებასთან ახლოს რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს, საიდანაც მძიმეწონიანი ავყომანქანებით სხვადასხვა ნივთიერებების ტრანსპორტირება ხდება. მათი თქმით ძლიერი ბიძგების გამო საცხოვრებელი სახლები იბზარება. ადგილობრივები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ რა ნივთიერებების ტრანსპორტირება ხდება ავტომანქანებით და შიშობენ, რომ ის შესაძლოა მომწამვლელი იყოს. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოს მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს 24 07 18

აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა. ტერიტორიები ქიმიური საშულებით ორი მეთოდით თერმული ნისლის და ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებენ. ლევან ჯიჭონაიასთქმით, გასულ წელთან შედარებით წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ამასთან გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელიც. ფერმერს თხილის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული,  სურსათის ერონული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისიწინებით ჩატარებული წამლობის შემდეგ იმედი აქვს, რომ  წელს მოსავალს სრულად მიიღებს.  

იხილე მეტი
სიახლე 

როგორია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა 24 07 18

აზიური ფაროსანს წინააღმდეგ  ქიმიური საშუალებით ტერიტორიების დამუშავება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის მხრიდან ხშირი იყო შენიშვნები  იმასთან დაკავშირებოთ რომ არ ხდებოდა წამლობამდე მათი წინასწარი ინფორმირებულობა, რაც მათ შიდამეურნეობს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა.დასავლეთ საქართველოში უკვე წამლობის მესამე ეტაპი დაიწყო. ჩვენ დავინტერესდით ამ პერიოდის განმავლობაში როგორ შეიცვალა ადგილობრივი თვითმართველობის მიერ მოსახლეობის ინფორმირებულოს მაჩვენებლი.აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი განმარტავს რომ,სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე აფრთხილებს და შემდეგ უკვე სოფლის წარმომადგენლებთან ერთად იწყებენ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს მეცნიერები გაეცნენ 24 07 18

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის  გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის  ტური მოეწყო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის,  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია  შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს. მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ქურდობის მცდელობის ფაქტი ფოთში 23 07 18

პოლიციელის, რომელსაც ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი თავს დაესხა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ადეკვატურია, – ამის შესახებ ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს. პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის- შემდეგ…

იხილე მეტი