დღის ამბები 

პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ფოთში კონკურსი ჩატარდა

დღეს ფოთის 2-ე საჯარო სკოლაში პროექტი სახელწოდებით „საზოგადოერბივი პროკურატურა“ ჩატარდა სადაც სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ საგოადოებაში არსებული ძალადობრივი პრობლემების შესახებ თემები წარადგინეს როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ბავშვის აღზრდის პრობლემა და ასე შემდეგ. პროექტის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით აღნიშნული პროექტი საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებშიც განხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს ფილოსოფოსმა ლირა კეკელიძემ მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა თემაზე ,,აგრესია და ძალადობა ფილოსოფიურ კონტექსტში“

იხილე მეტი
დღის ამბები 

კოლხმა რაინდებმა“ ქობულეთის “პონტო“ დაამარცხეს

დღეს პარკი არენაზე ბ ლიგის კალენდარული მატჩში ფოთის „კოლხი რაინდები ქობულეთის „პონტოს“ დაუპირისპირდა, ფოთელებმა მატჩის დაწყებისთანავე უპირატესობა ხელთიგდეს და საბოლოოდ შეხვედრა 33 : 3 მოიგეს.
მირიგ კალენდარულ მატჩს ფოთელები ქუთაისში ხუთშაბათს გამართავენ.

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთში გამწვანების სამუშაოები გრძელდება

ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრის მიერ, რუსთაველის რკალის მიმდებარედ, დეკორატიული ბუჩქები, მარადმწვანე და მრავალწლიანი, 250-ზე მეტი ძირი კვიპაროსები, ნანდინა, განთხმული ხვია, ფოტინია და ევონიუსი დაირგო. სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობის განყოფილების უფროსის სანათა თოდუას თქმით, ნერგები ნიადაგისა და კლიმატური პირობების შესაბამისად იქნა შერჩეული.
გამწვანების სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩასა და 9 აპრილის ხეივანზეც მიმდინარეობს

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტების გამოფენა

ქალაქის ცენტრალურ პარკში, პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯის \”ფაზისი\”-ს ორგანიზებით პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დაინტერესებულმა პირებმა კოლეჯის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველ პროგრამაზე. ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ.

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთის საკრებულო მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, მალთყვის უბნის მაჟორიტარები თორნიკე კირთაძე, ბექა ვაჭარაძე, ზვიად დგებუაძე და საკრებულოს წევრები მე-7 საჯარო სკოლის დარბაზში მალთაყვის უბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალები, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნეს. ბექა ვაჭარაძე მოსახლეობას დაწვრილებით იმ გეგმებზე ესაუბრა რომელსაც მალთაყვის სანაპიროზე ბულვარის მშენებლობას უკავშირდება.შემდგომ საკრებულოს წევრებმა ბიბლიოთეკის დარბაზში გადაინაცვლეს და მაჟორიტარებთან დავით კვიციანთან და ოლეგ ნაჭყებიასთან ერთად ცენტრის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, ისინი აქტიურად გააგრძელებენ მოსახლეობასთან პირდაპირ კონტაქტს და მზად არიან მოისმინონ თითოეული მოქალაქის აზრი და წუხილი, დაეხმარონ მათ პრობლემების მოგვარებაში. საკრებულოს წევრებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს. საკრებულოს წევრები მსგავსი თემატიკის შეხვედრებს ქალაქის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებთან პერიოდულად განახორციელებენ.

იხილე მეტი
დღის ამბები 

მოსწავლეთა ინტელექტუალური კონკურსი ფოთში

18 აპრილს თეოფანე დავითიას სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა გრამატიკული კონკურსი \”ენაი შემკული და კურთხეული\”, რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის მიზანი იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განმტკიცება , ცოდნის შეჯამება და სრულყოფა. კონკურსს ესწრებოდნენ რესურსცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები: 1-ლი ადგილი– მე-5 საჯარო სკოლა; მე-2 ადგილი– 1-ლი საჯარო სკოლა; მე-3 ადგილი — მე-4 საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზატორობით გაემგზავრებიან ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

იხილე მეტი
დღის ამბები 

მოსწავლეთა ლიტერეტურული კონკურსი ფოთში

17 აპრილს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის „ჩვენი ენა ქართული“ იმპროვიზეული ტური გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსანტებმა წინასწარ მოუმზადებლად საინტერესო ჩანახატები შექმნეს.
ამისათვის, მიცემული სათაურების შესაბამისად უნდა მოახდინათ ძირითადი იდეის ფორმულირება, გადმოეცათ თავიანთი აზრი, პოზიცია და თემასთან დაკავშირებით ადგილზე იმპროვიზირებულად უნდა შეექმნათ მცირე მოცულობის ლიტერატურული ტექსტი.
კონკურსის მიზანი ქართული ენის მნიშვნელობისა და სიდიადის გაცნობიერება, მისი სიწმინდის დაცვა, შემოქმედებიოთი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენა და წახალისება იყო.
ნაშრომები შეფასდა 10ქულიანი სისტემით. შეფასების კრიტერიუმი იყო:
დავალების პირობის ადეკვატური გეგმა და გააზრება
შემოქმედებითობა და ორიგინალურობა
ენობრივი გამართულობა
ჟურიმ გამარჯვებულად ცნო მე2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი სალია, მე3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წოწონავა, მე5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკატერინე კვახაძე და მარიამ ბოლქვაძე, ასევე „გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმიჩიძე.

გამარჯვებულები ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაჯილდოვდებიან

იხილე მეტი
დღის ამბები 

ნატოს საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა ფოთში

ნატოს დღეების ფარგლებში, 17 აპრილს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა ტორსტენ დერიკმა ჩაატარა, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება.ჩატარდება ლექცია-სემინარები და კონკურსები ნატოს თემაზე. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედადგოგებისთვის თბილისში დაგეგმილია სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდება რაგბის ტურნირი-„დადე ლელო ნატოსთან ერთად“, განხორციელდება ტრადიციული პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის-„ერთი დღე ჯარში“. ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.
მიმდინარე წელს,ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან. ნატოს დღეების ფარგლებში, გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში „ნატოს თასი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით, ზუგდიდში დაგეგმილია ნახატების გამოფენა.
ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოსთანამშრომლობისშესახებსაქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

იხილე მეტი
დღის ამბები 

ფოთის საკრებულოს წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

მე- 6 საჯარო სკოლაში ფოთის საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. სადაც ნაბადის უბნის სხვა და სხვა პრობლემები განიხილეს. ამავე უბნის მაჟორიტარებმა სამსონ კუტალიამ და მალხაზ ფოჩხუამ მოსახლეობას ის გეგმები გააცნეს, რომლებსაც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს
შეხვდერაზე მწვავედ დაისვა რამაზი ბებიას საკითხი, რომელიც 7 წელია ლოგინსაა მიჯაჭვული. დედამისის დალი მესის განცხადებით ავადმყოფს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რის საშუალებაც შეჭირვებულ ოჯახს არ გააჩნია. მათ სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს იმის გამო რომ ბუნებრივი აირი შეიყვანეს. დალი მესხმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სტატუსის დასაბრუნებლად კომისიის ხელახალი მოწვევის და მათი პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარების დაპირება მიიღო,
საკრებულოს წევრებმა მე-5 საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც კუნძულის უბნის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდებიან

იხილე მეტი
დღის ამბები 

ქეთევან ჩეჩელაშვილის ნახატების გამოფენა

14 აპრილს დედაენის დღესთან და ქალაქის დღეებთან დაკავშირებით სახელოვნებო ცენტრის საგამოფენო სივრცეში ფოთელი მხატვრის ქეთევან ჩეჩელაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა.

მას ფოთისა და ხობის მიტროპლიტი გრიგოლი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი